მოსწავლეთა კონფერენციის გამარჯვებულებს "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" ლეპტოპები გადასცა
2016 წლის 18-19 მარტს "ევროპულ სკოლაში" ჩატარდა "მოსწავლეთა პროექტების კონფერენცია", რომელიც ორგანიზებული იყო "ევროპული სკოლის", საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB), ამერიკული High School-ის, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის", ბრიტანეთის საბჭოს, ამერიკული საბჭოების, "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის" და "English Book in Georgia"-ს მიერ.