სამი დღის განმავლობაში ევროპულ სკოლაში მოსწავლეების ადგილი დროებით მასწავლებლებმა, პედაგოგებმა დაიკავეს. სკოლის სამივე კამპუსი, ინფრასტრუქტურა, პანელურ დისკუსიებს, თემატურ სესიებსა და საგანმანათლებლო სიახლეების პრეზენტაციებს დაეთმო. როგორ ვასწვალოთ მომავლის ბავშვებს სამომავლოდ სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიების ერაში.
საგანმანათლებლო ინოვაციები - ამ გამოწვევებს დაეთმო საერთაშორისო კონფერენცია, 5EXLC 2026, რომელსაც 1-3 მაისის ჩათვლით ევროპულმა სკოლამ უმასპინძლა. 600-მდე ადგილობრივი და ჩამოსული სტუმარი, მასწავლებლები, პედაგოგები, ექსპერტები, გამოცდილი სპიკერები, დარგის სპეციალისტები მსჯელობდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ სიახლეებს, რომლებიც მალე სკოლებში, სასწავლებლებში პრაქტიკაში გადაინაცვლებს. და დღეს თანამედროვე ტექნოლოეგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ერაში აუცილებელი, მოთხოვნადი და გარდაუვალია.
რიგით მე-5 საგანმანათლებლო ინოვაციების კონფერენცია IB მსოფლიო სკოლების, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო ბაკალავრიატის მსოფლიო სკოლების ასოციაიის ფარგლებში გაიმართა.
ევროპული სკოლა 3 დღის განმავლობაში იქცა ინოვაციების ცენტრად, სადაც განათლების სფეროს პროფესიონალები გაერთიანდნენ, როგორც საქართველოდან ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ვინ იყვნენ მონაწილეები? - საეთაშორისო ბაკალავრიატის IB ორგანიზაციის , საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) და COGNIA-ს, ახალი ინგლისის სკოლებისა და კოლეჯების ასოციაცია (NAESC) ხელმძღვანელები, სკოლის ლიდერები და პრაქტიკოს პედაგოგები. კონფერენციაში ჩართული იყო საქართველოში არსებული ყველა საერთაშორისო სკოლა.
რა იყო კონფერეციის მიზანი? გლობალური თანამშრომლობა, პროფესიული განვითარებისა და სწავლების თანამედროვე ინოვაცირური მიდგომების გაზიარების შესაძლებლობა, კონფერეცია ერთგვარი მომავლის ფორმირების პლატფორმა გახდა.
სამი დღის განმავლობაში გამოცდილების გაზიერება, სიახლეებზე წვდომა, თემატური სესიები და პანელური დისკუსიები ცვლიდნენ ერთმანეთს. სტუმრებს ქართული კულტურის, ტრადიციების, სამზარეულოს გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ევროპულმა სკოლამ მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობით შეძლო გაეცნო ჩვენი ქვეყანა ამ რამდენიმე დღის განმვლობაში. ეს უკვე ის ემოციები იყო, რომლებიც მათ გავუზიარეთ და ჩვენმა სტუმრებმა თან წაიღეს.




