ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენი 

ისტორია

ბიზნესი დავიწყეთ 1994 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამდა.

  • მას შემდეგ სამი ათეული წელი გავიდა საკმაოდ აქტიური და დინამიური განვითარებით, საინტერესო გამოწვევებით და სირთულეებით, მიღწევებითა და შეცდომებით აღსავსე... თუმცა, მიზანსწრაფულად, ძლიერი რწმენით და შეუპოვარი ხასიათით შევძელით შეგვექმნა ქართული, ავთენტური და მასშტაბური წარმატების მაგალითი.

  • მუდმივად ახლის ძიება და აქტიური მოძრაობა

    ამ დროის მანძილზე მოვიარეთ არაერთი ინდუსტრია, ვისწავლეთ და პრაქტიკაში დავნერგეთ ბიზნესის კეთების დასავლური სტანდარტები, ჩამოვაყალიბეთ მრავალფეროვანი და ფინანსურად მდგრადი საინვესტიციო პორტფელი სტაბილურად მზარდი შემოსავლებით და მომგებიანობით. რაც მთავარია, შევქმენით უნიკალური ცოდნის, გამოცდილებისა და დიდი პოტენციალის მქონე პროფესიონალთა გუნდი - ჩვენი უმნიშვნელოვანესი რესურსი.


     

    ეს ყოველივე კი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმის, რომ კვლავაც გავაგრძელოთ საყვარელი საქმის კეთება კიდევ უფრო დიდი მასშტაბით და შთაგონებით. იმ საქმისა, რომელიც სიკეთეს მოუტანს მრავალ ადამიანს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მუდმივი ზრდა

ახალი ინდუსტრიები, ახალი ჰორიზონტები