ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამფუძნებლის მიმართვა
დავით ბეჟუაშვილი
ჯიაიჯის დამფუძნებელი

ნებისმიერ გამოწვევას შესაძლებლობად აღვიქვამთ
 

საქმე, რომელსაც ყოველდღე დიდი ენერგიით და სიყვარულით ვაკეთებთ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იღებს სათავეს. შეუპოვრობა, სწორი ხედვა და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა დაგვეხმარა ჩვენი დანიშნულება და ღირსეული ადგილი გვეპოვა ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკურ სივრცეში. 

 

ჩვენი პოტენციალითა და მუდმივი მოქმედებით, ახალი საქართველოს აღმშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ჩვენთვის საპატიო საქმე და მთავარი მოტივაციის საფუძველი აღმოჩნდა.

 

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების პერიოდის ურთულეს გარემოში, ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები ღირსეული ფასეულობებითა და შესაძლებლობებით, ვისაც ჩვენს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსებითა და გამორჩეული გუნდის საქმიანობით გვერდში დავუდექით. 

 

  • როგორ მოვედით აქამდე

    მრავალი სირთულის მიუხედავად, წარმატების გასაღები სწორედ მთავარი ღირებულებებისადმი ერთგულებაში და მუდმივ მოძრაობაში აღმოვაჩინეთ. ნებისმიერი წინაღობა და პრობლემა ჩვენ ახალ გამოწვევად და შესაძლებლობად ვაქციეთ, არასდროს არ გავჩერდით, გავრისკეთ, გავბედეთ, შევძელით და ყოველთვის მოქმედება ვამჯობინეთ... 


    სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით შევქმენით დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული უახლესი მართვის სისტემა და, რაც მთავარია, ძლიერი გუნდი - ჩვენი ფასდაუდებელი ადამიანური კაპიტალი. 


    აგერ უკვე სამ ათწლეულზე მეტია რაც ვქმნით წარმატებულ ბიზნესს ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა: ენერგეტიკა, უძრავი ქონება, განათლება, ჯანდაცვა, დაზღვევა, FMCG, ინფრასტრუქტურა, ფარმაცია, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, სამშენებლო მასალების წარმოება და სხვა.

     

    ამ წლების განმავლობაში, ჩვენ გავცდით საქართველოს ფარგლებს და ოპერირება დავიწყეთ აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უკრაინაში, სომხეთსა და უზბეკეთში. გავხდით რეგიონში მსხვილი კომპანიებისთვის საინტერესო და სანდო პარტნიორი.

  • ვინ ვართ დღეს

    დღეს ჯიაიჯი ქართული მულტიინდუსტრიული ჰოლდინგია მასშტაბური და ფართოდ დივერსიფიცირებული საერთაშორისო საინვესტიციო პორტფელით. ჩვენი გუნდით, რომელშიც 10 000-ზე მეტი პროფესიონალი თანამშრომელია, წარმოდგენილი ვართ რეგიონის 5-ზე მეტ ქვეყანასა და 10-ზე მეტ ინდუსტრიაში. 

    პოტენციალი, მართლაც რომ მოქმედებაშია!