შარშანდელი ინიციატივა ჯიაიჯელებმა ტრადიციად ვაქციეთ. ერთი წლის შემდეგ ისევ შევიკრიბეთ, გუნდი წლიურ ანგარიშს გაეცნო. ამჯერად შეხვედრა მანგლისში, ახლადგახსნილ ლიდერთა აკადემია- „საბადოში“ შედგა.
შეხვედრას GIG-ის ძირითადი გუნდი ესწრებოდა, გვქონდა შესაძლებლობა ყველა დეპარტამენტის მიერ გაწეულ სამუშაოებს გავცნობოდით. წარმოდგენილი იყო 18 პრეზენტაცია...
შევაჯამეთ 2025 წელი, თავისი გამოწვევებით და შედეგებით, ვისაუბრეთ მიმდინარე წლის საქმიან პერსპექტივებზე.
როგორ მუშაობს იურიდიული დეპარტამენტი, როგორ გაუმკლავდა კიბერ შეტევას GIG-ის IT ჯგუფი, როგორ შეძლო მონაცემთა ბაზების აღდგენა. შიდა მონიტორინგი და აუდიტი, კომპანიის შიგნით ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის პროცესის დანერგვა, უსაფრთხოების ახალი სისტემა. საინვესტიცო ჯგუფის შედეგები, ბიზნესის გამჭვირვალობისა და კონტროლის სისტემების გაძლიერება, მუშაობა გაზრდილი საგადასახადო კონტროლის პირობებში. პროცესების მართვა, ახალი SCR კამპანია და ახალი სოციალური პლატფორმები. ადგილორბრივი კომპანიებისა და ქვეყნის გარეთ არსებული კომპანიების მართვა და კომუნიკაციები.
სამუშაო გრაფიკი შეხვედრის არაოფიციალურმა ნაწილმა შეცვალა. “საბადოს“ ტერიტორიაზე თანამშრომლები გასართობი აქტივობებით დაკავდნენ.