ერთი წელიც არ გასულა რაც დავწერეთ: “ევროპული სკოლა” ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება, ჩვენ უკვე ახალი ინფორმაცია გვაქვს: 2026-2027 სასწავლო წელს ახალი კამპუსით ახალ ლოკაციაზე ვხვდებით.
"ევროპული სკოლა" ფართოვდება და ამჯერად აღსაზრდელებს წავკისის კამპუსის ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე, მშვიდ, თანამედროვე, უსაფრთხო გარემოსა და მოსწავლეზე ორიენტირებულ სივრცეში მივიღებთ.
2026-2027 სასწავლო წლიდან წავკისის კამპუსში მოსულ მოსწავლეებს შემდეგ პროგრამებს ვთავაზობთ: ქართული პროგრამა (I-V კლასები), IB PYP ინგლისურენოვანი პროგრამა (I-V კლასები) და "ევროპული საბავშვო ბაღი" (3-5 წლის აღსაზრდელებისთვის).
ამჯერად კიდევ ერთი ბონუსი გვაქვს, ვერგებით თბილისის ახლო დასახლებებს და ქალაქის საცობების დისკომფორტს ვაცილებთ ჩვენს მომავალ მოსწავლეებს.
ვფიქრობთ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული განათლების ხელმისაწვდომობის გასაფართოებლად. დღეს რთულია თანამედროვე მოზარდი ინფრასტრუქტურით მოხიბლო, გააკვირვო, რეალური თუ არა ვირტუალურ სამყაროში მათ ხომ ყველაფერი ნანახი აქვთ. ჩვენთვის კი მთავარია გარემო პასუხობდეს იდეას და თითოეული ბავშვი ჩართული იყოს იმ პროცესში რასაც განვითარება ქვია. სწორედ ეს არის ჩვენი სკოლის მიზანი.