
"დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდისა" და ჯიაიჯის ერთობლივი პროექტები საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ცნობილია, განსაკუთრებით, ბიზნეს სექტორის, ქართველი და საერთაშორისო პარტნიორებისათვის. ეს პროექტები ფონდისა და ჰოლდინგის ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაა. 2022 წელს გამოიცა წიგნი "მოგზაურობა დროში" - დავით ბეჟუაშვილის კოლექცია და თავი მოვუყარეთ სამ დიდ პროექტს, რომლებიც ბოლო წლებში განვახორციელეთ. წიგნი ფონდის ერთგვარი ანგარიშია რას ვაკეთებთ.
სოციალური პასუხიმგებლობა იყო ის, რაც ამოძრავებდა ფონდსა და ჰოლდინგს, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩატარებოდა ექსპონატებს, ძველ წიგნებს, არქეოლოგიურ ნივთებს, გასაყიდად გამოტანილ კოლექციებს. მოხდა მათი აღდგენა და შეძენა მუზეუმებისათვის, ასევე, ახალი სამუზეუმო სივრცეების შექმნა.
"დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდისა" და ჯიაიჯის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა, თბილისს ჰქონოდა “წიგნის მუზეუმი“. ეროვნული ბიბლიოთეკის მრავალწლიანი სურვილი მხოლოდ ფონდის დახმარებით განხორციელდა. "საუკუნის პროექტი და რეგიონში ყველაზე მასშტაბური წიგნის მუზეუმი.“ - ასე დაარქვეს, როცა ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებში არსებული 15 ათასი უძველესი წიგნი დღის სინათლეზე გამოიტანეს, მათ შორის, რარიტეტული და უნიკალური წიგნები, პირველი ნაბეჭდი წიგნები და ლექსიკონები.
შემდეგი "მოგზაურობა" "ეროვნულ მუზეუმში" "კავკასიის ბიომრავალფეროვნების" საგამოფენო სივრცეშია. კოლექციის შეგროვება მე-19 საუკუნიდან იწყება. გასულ საუკუნეში, საბჭოთა მმართველობის გადაწყვეტილებით, საცავებში გადაიტანეს მუზეუმის მესვეურების თაოსნობით და ფონდის დახმარებით. ეს, მართლაც, უნიკალური და იშვიათი ექსპონატები ისევ დაბრუნდნენ დარბაზებში. სივრცეებს თანამედროვე ტექნოლოგიებიც დაემატა და უფრო მეტი დინამიურობა შესძინა გამოფენას. დღეს ამ სივრცეებში უამრავი ბავშვი იყრის თავს. დღის განმავლობაში ტარდება ბიოლოგიის, ბუნების, ზოოლოგისა და გეოგრაფიის გაკვეთილები.
"ხელოვნების სასახლეში" ცალკეა გამოყოფილი ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის კოლექცია. ეს "ხელოვნების სასახლის" გადაწყვეტილება იყო. ამ სივრცეში გამოფენილი ექსპონატები ფონდის დამფუძნებლის დახმარებით შეიძინა სასახლემ, აღადგინა და გამოფინა. ზოგიერთი მათგანი ქვეყნიდან გატანას გადაურჩა, მათი ნახვა მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში შეგიძლიათ. ფონდმა და ჰოლდინგმა სასახლისთვის 200-ზე მეტი სამუზეუმო ნივთი შეიძინა.
"მსოფლიოში უამრავი მაგალითი არსებობს, როცა ბიზნესი განათლების, კულტურის, ხელოვნების სამსახურში დგება – ამ კეთილი ნებით და მონაწილეობით მას ხშირად გადაურჩენია უნიკალური ექსპონატები, გზა გაუხსნია ნიჭიერი ადამიანებისათვის, მოუწყვია დაუვიწყარი სივრცეები. აქაც, ამ სამივე წამოწყებულ საქმესაც, ფონდისთვის და მისი დამფუძნებლისთვის მხოლოდ ერთი მთავარი მიზანი ჰქონდა: შეენახა, გადაერჩინა, დაებრუნებინა ის, რაც ამ ქვეყნისათვის ძვირფასია. წიგნის მიზანიც ეს არის - ფონდის კოლექციების სანახავად სამუზეუმო სივრცეებს ეწვიოთ და არა საუბარი ქველმოქმედებაზე, თან მას ხომ ოქროს წესები აქვს – ესაა პასუხისმგებლობა და გაკეთებულზე ნაკლები საუბარი. ასე რომ, უბრალოდ იმოგზაურეთ ჩვენი კოლექციებით დროში."- ეს არის ნაწყვეტი ჩვენი წიგნიდან.