ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
15თებერვალი
"ჯი-აი-ჯი" ქვეყნის ყველაზე შემოსავლიან და წარმატებულ კომპანიებს შორის, კვლავ ლიდერთა ჯგუფშია

Forbes Georgia-ს მიერ ჩატარებული კვლევებისა და გამოვლენილი რეიტინგების თანახმად, "ჯი-აი-ჯი" კვლავ ერთ-ერთი ლიდერია და გამოვლენილი 100 კომპანიიდან ტოპ 10-ში მოხვდა. რეიტინგები საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან და საკონსულტაციო კომპანია Ebit Group-თან პარტნიორობით მომზადდა.

 

19.6 მილიარდი ლარი – ეს არის ფინანსური სექტორის მიღმა საქართველოს 100 უმსხვილესი ბიზნესის მიერ 2018 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი. მათ საკუთრებაში არსებული აქტივების ღირებულება 20.7 მილიარდ ლარს შეადგენს. მთლიანობაში ამ კომპანიებმა წმინდა მოგების სახით 892 მილიონი ლარის გენერირება შეძლეს. 

 

წლების განმავლობაში საქართველოში ერთადერთი სექტორი, რომელიც ყოველწლიურად წარადგენდა ფინანსურ შედეგებს, იყვნენ ბანკები, თუმცა, ფინანსური ანგარიშვალდებულების შესახებ რეფორმის შედეგად, შესაძლებელი გახდა საფინანსო სექტორის მიღმა არსებული მთლიანი ეკონომიკის შეფასება. იმის გათვალისწინებით, რომ რეიტინგი კერძო ბიზნესს ეხება, მასში არ შედიან კომპანიები, რომელთა 50%-ზე მეტის მფლობელი სახელმწიფოა. 

 

რეიტინგში კომპანიების რანჟირება სამი პარამეტრის: შემოსავლების, წმინდა მოგებისა და აქტივების საფუძველზე ხდება. თითოეულ კრიტერიუმს რეიტინგში თანაბარი წონა აქვს მინიჭებული.

ნახე მეტი