
თბილისზე, მის არქიტეტურაზე, არაერთი წიგნი, გამოცემა არსებობს, მაგრამ ვინ ცხოვრობდა ამ შენობებში, რისთვის შენდებოდა, ვინ აპროექტებდა, როგორი იყო დაგეგმარება, როგორ არჩევდნენ სამშენებლო მასალასა და რა ბედი ეწიათ ამ შენობებს, მათ მესაკუთრეებს, მშენებლებსა და არქიტექტორებს, ეს ინფორმაციები არსებობდა. გაბნეულად ან ხშირად მხოლოდ გადმოცემით.
"დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის" და ჯიაიჯის ერთობლივ პროექტში "თბილისი" ამ ყველაფრის თავმოყრა ერთად მოვახერხეთ, შევკარით ერთი საინტერესო ისტორია წიგნად. ორტომეულის ავტორი და ფოტოგრაფია ირინა აბჟანდაძე. პროექტი გვაცნობს ეკლექტურ და მრავალფეროვან თბილისს, ქართული-სპარსული-მავრიტანული-ევროპული შტრიხებითა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იდენტობით. წიგნს თანდართული აქვს საარქივო მასალა: შენობის გეგმები და ნახაზები. ასევე, საინტერესოა, შინაარსობრივი მხარე, რომელიც მოგვითხრობს შენობისა და მფლობელის ისტორიას. წიგნის კონცეფცია საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია, ინახავს ძველი თბილისის, ძველი ქალაქის რეალურ ამბებს, აქვს ისტორიული ღირებულება და სხვა კუთხით გვაცნობს ამ ქალაქის განვითარებას.