ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
10დეკემბერი
სამმა კომპანიამ: "რედკო", "King’s Garden" და "საქინვესტმა" ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ გია შომახიას ოჯახს ბინა შეუძინა

დეველოპერული კომპანია "რედკო", "King’s Garden" და "საქინვესტი" უსამძიმრებენ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს.

 

"ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთ დროს ბიზნესი მათ გვერდით დგას."- აცხადებენ კომპანია "საქინვესტში".

 

"ცხადია, ამ ტრაგედიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქება შეუძლებელია, თუმცა, ვეცადეთ მცირედით გამოგვეხატა ხალხის გვერდით ბიზნეს სექტორის დგომა." - განაცხადა კომპანია "რედკოს" მფლობელმა.

 

"ეს არის უდიდესი ტრაგედია და უმძიმესი ტკივილი, რომელმაც მთელი ქვეყანა გაგვაერთიანა. ვერთიანდებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც, რათა ჩვენი მცირედი, უმნიშვნელო თანადგომა გამოვხატოთ დაზარალებული ოჯახების მიმართ. განსაკუთრებით მძიმე და აუტანელია ეს ტრაგედია გარდაცვლილთა ოჯახებისთვის. კიდევ ერთხელ, მთელი გულით ვუსამძიმრებ მათ.“ - განაცხადა ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ.

 

ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 9 პირიდან 2 გია შომახიას ოჯახის წევრია. კომპანიები "რედკო", "King’s Garden" და "საქინვეტი" გია შომახიას ოჯახის დასახმარებლად გაერთიანდნენ და მას და მის შვილს ბათუმში ბინა შეუძინეს.

ნახე მეტი