ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
14ივლისი
Global Benefits Georgia - სადაზღვევო ბაზრის ტოპ ხუთეულში!

2025 წელს "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ" სადაზღვევო ბაზრის ხუთეულში   გადაინაცვლა. წარმატება პირველი კვარტლის შედეგებზე აისახა. ჯიაიჯი, როგორც მულტიინდუსტრიული ჰოლდინგი შვილობილი კომპანიის ამ  წარმატებას იზიარებს, სამომავლო წინსვლა და განვითარება კი ჩვენი  კორპორატიული ინტერესია.

 

მზარდი დინამიკა გაუმჯობესებული, გამარტივებული სერვისების,  სტრატეგიული პროექტებისა და ახალი პროდუქტების დამსახურებაა. კომპანიამ შეძლო და გაიმყარა პოზიციები როგორც კორპორაციულ, ასევე საცალო ბაზარზე. 2025 წლის პირველი კვარტილის მაჩვენებლების ზრდა შეეხო ისეთ სადაზღვევო სეგმენტებს, როგორც არის მოზიდული პრემიების საერთო მოცულობა, სამედიცინო დაზღვევა და არასამედიცინო დაზღვევა.

 

რაც მთავარია პორტფელში გაერთიანებულია ყველა ძირითადი და არასტანდარტული რისკი, რაც ბენეფიტს მეტად კონკურენტულს ხდის. მათ შორის განსაკუთრებულია - საჰაერო ბოინგებისა და იახტების დაზღვევა, მსოფლიო დაფარვის სპორტული ტრავმების დაზღვევა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის, ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებისა და ევროპის 45 ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრების დაზღვევა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის ფარგლებში.

 

"გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" წლის ბოლომდე დასახული მიზანი აქვს: მინიმუმ 20%-იანი ზრდა.

ნახე მეტი