ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
17აპრილი
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" "ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოების" პარტნიორი გახდა

დღეს წიგნი‐ალბომის „საქართველოს სახელმწიფო ბალეტი 2004‐2014 წლებში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ფინანსური დახმარებით გამოიცა.

 

წიგნი ასახავს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის შემოქმედებით ცხოვრებას, რომელიც დასმა ამ ათი წლის განმავლობაში სამხატვრო ხელმძღვანელის, ნინო ანანიაშვილის, ხელმძღვანელობით გაიარა.

 

გამოცემაში დაბეჭდილია საინტერესო მასალები საბალეტო დასის რეპერტუარზე, რომელიც ათი წლის განმავლობაში 53 პრემიერას, კლასიკურ და თანამედროვე საბალეტო დადგმებს, აგრეთვე მოკლე მინიატურებს და სხვადასხვა ღონისძიებებზე გამართულ დივერტისმენტებს მოიცავს. ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ და ასევე ქვეყნის შიგნით გამართულ 28 გასტროლის შესახებ და რეცენზიები გამოქვეყნდა უცხოურ მედიაში. 

 

წიგნი გამოიცა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ფინანსური დახმარებით. გამოცემის მხარდამჭერია „ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება“.

ნახე მეტი