ჩვენს გუნდში განვითარებისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი ჰოლდინგის განვითარების ნაწილია. EWUNI ჩვენი შვილობილი კომპანიაა, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
12 სექტემბერს აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტმა (Powered by Arizona State University), კომპანია დელოიტთან, ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას.
დელოიტი მსოფლიოს წამყვანი პროფესიული მომსახურების ქსელია, რომელიც მუშაობს 150-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია ოპერირებს აუდიტის, ქონსალთინგის, ფინანსური და საგადასახადო სერვისების, ტექნოლოგიური და რისკების მართვის მიმართულებებით.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს სტუდენტების კარიერული განვითარების მხარდაჭერას, რაც მოიცავს სტაჟირების შესაძლებლობებს, პრაქტიკულ ტრენინგებს, ასევე საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სასწავლო პროგრამების მხარდაჭერას.