
"დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი" ჯიაიჯისთან პარტნიორობის ფარგლებში წლებია, რაც ევროპული სკოლის წარჩინებული მოსწავლეების ფულადი გრანტებით წახალისებას ახორციელებს.
ფონდი ყოველი აკადემიური სემესტრის დასასრულს განიხილავს სკოლის მიერ წარდგენილ საგრანტო განაცხადებს.
გრანტი დაწესებულია განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან არა მხოლოდ აკადემიური კუთხით, არამედ კლასგარეშე საქმიანობითა და სამოქალაქო ჩართულობით.
გრანტის მინიჭებისას ყურადღება მახვილდება მოსწავლის დამსახურებაზე და არა ფინანსურ საჭიროებებზე. მოსწავლეები ავტომატურად ჯილდოვდებიან ყოველ სემესტრში, თუკი წარმატებით აგრძელებენ აკადემიურსა და საზოგადოებრივ საქმიანობას.
"დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი" და ჯიაიჯი ულოცავს გრანტოსნებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. გამორჩეული მოსწავლეების გამოვლენის და დაჯილდოვების ცერემონია სკოლის სააქტო დარბაზში შედგა. აღსანიშნავია, რომ წელს ყველაზე მეტი გრანტოსანი ყავდა ფონდს.
საგრანტო განაცხადის წარსადგენად აპლიკანტებისთვის სპეციალურ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს სკოლა აწესებს.