ჩვენი ჰოლდინგის შემადგენლობაშია სამედიცინო კლინიკებისა და ამბულატორიების ქსელი ჯეო ჰოსპიტალსი, რომელმაც გასული წლის ბოლოს წარმატებით დაასრულა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი. შედეგად, საქართველოს 5 რეგიონში მოქმედი 25 სამედიცინო დაწესებულება აკრედიტირებულია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისათვის KTQ-ის ხარისხის მართვის სერტიფიკატისა და ISO-9001-ის მფლობელია.
გერმანული აუდიტორული ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით - ჯეო ჰოსპიტალსი უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, მათ შორის, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საექთნო სამსახურის პროფესიონალიზმი, სამედიცინო და კლინიკური გუნდის მაღალეფექტურობა.
ეს პროცესი მთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, მასში ჩართული იყო ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალი, რომელმაც KTQ-ს სდანდარტების დანერგვა და ადაპტირება თვეების განმავლობაში წარმატებით განახორციელა.
ჯეო ჰოსპიტალსმა KTQ-ს აკრედიტაციის პარალელურად მოიპოვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ISO-9001 სერთიფიკატი, რაც გულისხმობს თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას, ადამიანური რესურსების რაციონალურ მართვას, ახალ მნიშვნელოვან გამოცდილებებსა და პარტნიორ დასავლურ სამედიცინო ცენტრებთან ინტეგრირების მაღალ ხარისხს. ეს ყოველივე კი აღიარებს და აერთინებს ქსელში დანერგილ და მოქმედ ღირებულბებს: პაციენტი, უსაფრთხოება, მართვა, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, ხარისხი და კლინიკური რისკების მართვა.
ჯეო ჰოსპიტალსის პროფესიონალთა გუნდი კვლავაც 24/7 რეჟიმში აგრძელებს ზრუნვას საკუთარი პაციენტების ჯანმრთელობაზე.