
კომპანია Intertek Certification GmbH-ის მიერ დამოუკიდებელი აუდიტის წარმატებულად ჩატარების შედეგად "საქართელოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" (სსეკ) მიიღო ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერთიფიკატი DIN EN ISO 9001:2008 სტანდარტების შესაბამისად (სერთიფიკატის ნომერი: 13009).
სერთიფიცირება ძალაშია 2016 წლის იანვრამდე და მოიცავს პროცესებს, დაკავშირებულს გაზის იმპორტთან, მის საცალო და საბითუმო გაყიდვებთან, შეკუმშული გაზის გაყიდვებთან, ისევე, როგორც თბო და ჰირდო ელექტროენერგიის წარმოებასა და რეალიზაციასთან.
"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ამაყობს საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის უზრუნველყოფის, ISO სტანდარტების მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილებით. აღნიშნული სერთიფიცირება შესაძლოს ხდის კომპანიაში ხარისხის მართვის გაღრმავებას, ასევე, მრავლისმომცველ ხელმძღვანელობას გაუწევს პროდუქტიულობის ამაღლებას და ხელს შეუწყობს საუკეთესო მომსახურების გაწევის შენარჩუნებას.