ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1ივლისი
ჯიაიჯის 30 წლის იუბილე და რებრენდინგი - კორპორატიული შეხვედრა ბიოლში

წლევანდელი წელი ჩვენთვის საიუბილეოა, ჩვენი ისტორიის სამი ათეული წელი შევასრულეთ...

 

კორპორატიული შეხვედრა "ბიოლში" ძალიან საინტერესო და ემოციური გამოვიდა, მადლობა გადავუხადეთ და დავაჯილდოვეთ ჩვენი ერთგული თანაგუნდელები, რომლებიც 10 წელზე მეტია ჯიაიჯიში მოღვაწეობენ. ამავდროულად, განახლებული ბრენდ იდენტობა წარვუდგინეთ ჩვენს გუნდს, მათ შორის, ახალი ლოგო და სლოგანი "პოტენციალი მოქმედებაში", რომელიც  სრულიად ავთენტურია ჩვენი კომპანიისთვის, თან ისე, რომ კავშირი ძველთან არ დავკარგეთ...

 

შემთხვევითი არ არის, რომ ამ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი რებრენდინგი დავუკავშირეთ, ეს ჯიაიჯის განვითარების მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. დრომ მოიტანა საკუთარი იდენტობის კიდევ ერთხელ ღრმად გააზრების აუცილებლობა, ბიზნესიც ხომ ცოცხალი ორგანიზმია, როგორც თითოეულ ადამიანს, მასაც აქვს ამოცანა თვითშემეცნების გაღრმავების, რომ შეძლოს უკეთესი თვითრეალიზება და მეტი ღირებულების შექმნა საზოგადოებისთვის.

 

ჩვენი ბრენდის იდენტობის გააზრება - განახლებული დანიშნულება, მისია, ხედვა და ღირებულებები, დასაბამს მისცემს ჩვენი ბიზნესის შემდეგი, ძალიან აქტიური განვითარების ეტაპს, რაც ამ მეტად საინტერესო ნაოსნობაში ჩვენი გუნდის მოძრაობის კურსის უფრო ზუსტად გასწორებასა და დანიშნულების ადგილისკენ კიდევ უფრო სწრაფად სვლაში დაგვეხმარება. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია გარე სამყარომ აღგვიქვას ზუსტად ისე, ვინც ვართ სინამდვილეში.

 

ჩვენი საქმიანობის მთავარ მიზნად, მის დანიშნულებად "მაღალი პოტენციალის მქონე ადამიანებისა და ბიზნესების მხარდაჭერა დავისახეთ, მათი შესაძლებლობების სწრაფად რეალიზების პროცესში"... ხოლო მისიად კი - "გავხდეთ საქართველოში  და რეგიონის სხვა განვითარებად ქვეყნებში მნიშვნელოვან ინდუსრტიებში მოღვაწე მსხვილი კოპანიების სტრატეგიული პარტნიორი და დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული, ჩვენი საინვესტიციო ნოუ-ჰაუს გამოყენებით უზრუნველვყოთ მათი დინამიური ზრდა.

 

თითქოს ძირეულად არაფერი შეცვლილა, თუმცა კომპანიის ხედვაში ზუსტად განისაზღვრა „მასშტაბური დადებითი ეფექტი პარტნიორის, ინდუსტრიის, ეკონომიკის, საზოგადოებისა და  სრულიად ქვეყნის კეთილდღეობაზე."

 

ჩვენს ღირებულებებს კი ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადება იწყებს - "დანიშნულების შესრულებისკენ სწრაფვისას ჩვენთვის მთავარი საყრდენი ჩვენი თვითრეალიზებული თანამშრომლების გუნდია..." სწორედ ადამიანური კაპიტალის პრიზმიდან ვხედავთ ჩვენს ჭეშმარიტ წარმატებას მომავალში.

 

ეს შეხვედრა იყო ერთგვარი შეჯამება ამ 30 წლიანი მუშაობისა და ასევე  სამომავლო მიზნებისა და სტრატეგიის გაზიარებისა, რასაც ჩვენ, როგორც ქართული მულტიიდუსტრიული ჰოლდინგი ვგეგმავთ სხვადასხვა სექტორში,  საქართველოში თუ მის აფრგლებს გარეთ.

 

ჩვენთვის ხომ: "მუდმივად ახლის ძიება და აქტიური მოძრაობა  არის ჩევნი თავგადასავლის განუყოფელი ნაწილი."

ნახე მეტი