
"ჯი-აი-ჯის" დელეგაცია ნახშირის წარმოების ჩინური გიგანტის Shanxi Coking Coal Group (SCCG)-ის მიწვევით ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც მასპინძლების ორგანიზებით შეხვედრები გაიმართა SCCG-ის შვილობილ კომპანიებში, რომლებიც თავის მხრივ, ნახშირის ინდუსტრიის სრულ ციკლს მოიცავს.
"ჯი-აი-ჯის" წარმომადგენლები ესტუმრნენ შახტას „პანგპანდტა“, სადაც 5 მილიონ ტონამდე ნახშირი მოიპოვება ყოველწიურად. ასევე, კომპანიის წევრები გაეცნენ კოქსის, ნახშირის ფენის მეთანისა და შახტის მეთანის წარმოების ტექნოლოგიებს, ესტუმრნენ ავტომექანიკურ ქარხანას, სადაც ნახშირის მოპოვების მექანიზებული დანადგარების წარმოება-შეკეთება მიმდინარეობს. ქართულმა დელეგაციამ დაათვალიერა გიგანტური 3200 მეგავატიანი გუჯიაოს ნახშირის თბოელექტროსადგური, რომელიც იქვე არსებულ ნახშირის გამადიდრებელ ფაბრიკასთან და გუიჯიაოს შახტებთან ერთად ჩინეთის ნახშირზე მომუშავე ყველაზე დიდ კონგლომერატს ქმნის.
ვიზიტის დასასრულს, "ჯი-აი-ჯის" წარმომადგენლები მიიღო Shanxi Coking Coal Group-ის თავმჯდომარემ, ბატონმა ვუ ჰუატაიმ და გენერალურმა მენეჯერმა, ჩინეთის საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა, ბატონმა ჟინ შისინმა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ახალ შესაძლებლობებს, რაც ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ გააჩინა, ასევე, კომპანიების ერთობლივი გეგმების ჩამოყალიბებისთვის გადამწყვეტია ჩინეთისა და საქართველოს, როგორც აბრუშუმის გზის პროექტის მონაწილე ქვეყნების პარტნიორობა.