ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
25სექტემბერი
ენერგეტიკოსის დღეს GIEC-ის ენერგეტიკოსები შოთა შუბლაძე და გიორგი ხინჩაკაძე დაჯილდოვდნენ

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა. საზეიმო ღონისძიება 100 წლის ისტორიის მქონე ზაჰესის ჰიდროელექტოსადგურის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ქვეყნის ენერგოსექტორის სამთავრობო უწყებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

პროფესიული დღის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის ენერგეტიკოსები იყვნენ მიწვეულნი. GIEC-ის ენერგეტიკოსებს, შოთა შუბლაძესა და გიორგი ხინჩაკაძეს პროფესიული მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შოთა შუბლაძესა და გიორგი ხინჩაკაძეს წლების გამოცდილება აქვთ და 15 წელზე მეტია გარდაბნის თბოსადგურის თანამშრომლები არიან.


"მსურს, დღევანდელი დღე მივულოცო დარგში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს, პირველ რიგში მათ, ვინც ამ წუთებში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის სტაბილურ უწყვეტ ენერგომომარაგებას"- აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.


შეხვედრაზე ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს დარგის სიახლეები, სამომავლო გეგმები და რეფორმები გააცნეს.  

 

“საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” (სსეკ) 2005 წლის ივლისში დაფუძნდა. GIEC - ჯიაიჯის შვილობილი კომპანიაა. ამჟამად ჯიაიჯი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია. სსეკ-ის მთავარი სტრატეგიული ბიზნეს ერთეული მოიცავს ელექტროენერგიის გამომუშავებას და ბუნებრივი აირის რეალიზაციას. დღეისათვის სსეკ ამუშავებს 8 მცირე ჰიდროელექტროსადგურს საქართველოში და სტრატეგიული მნიშვნელობის თბოელექტროსადგურს, რომელიც მდებარეობს გარდაბნის რაიონში და უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვან ენერგორეზერვს. ჯიაიჯის დამფუძნებელია დავით ბეჟუაშვილი.

ნახე მეტი