
გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია "UNIDO"-სა და "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს" შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა შესახებ ხელშეკრულებას. კომპანია ერთვება გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის სამრეწველო ენერგოეფექტურობის პროექტის მეორე კომპონენტის, ენერგიის მართვის სისტემების კომპეტენციის ამაღლების და იმპლემენტაციის პროგრამაში EnMS CBI Programme.
"პროგრამაში მონაწილეობით "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" გამოხატავს მზაობას, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, შეიტანოს საკუთარი წვლილი გლობალური კლიმატის უარყოფითი გავლენის შემცირებაში. ამასთან, ენერგო მენეჯმენტის თანამედროვე საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა უფრო ეფექტურს გახდის წარმოების პროცესს და "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს" საშუალებას მისცემს, დაზოგილი რესურსებით გააფართოვოს კაპიტალტევადი, მაგრამ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შემოტანა საქართველოში" - განაცხადა ხელმოწერის ცერემონიაზე "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.