ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
23სექტემბერი
საბადო - არაფორმალური განათლების ცენტრი მანგლისში

იაპონელები ამბობენ ყველაზე კარგი საჩუქარი  ცოდნის გაზიარებააო - ვეთანხმებით და ქართულ სინამდვილეში გვინდა გადმოვიტანოთ, ცოდნა გავუზიაროთ სხვებს, პირველ რიგში კი მომავალ თაობებს.

 

2025 წლის 21 სექტემბერი კი საბადოს დაბადების დღეა. მანგლისში - ძველი დანგრეული სკოლის ნაცვლად დღეს თანამედროვე სტანდარტების,  არაფორმალური განათლების ცენტრმა დაიწყო არსებობა. ინიციატივა  "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს" ეკუთვნის. საბადოს პარტნიორები ჯიაიჯი ჰოლდინგი და ევროპული სკოლა არიან. 

 

რას ნიშნავს საბადო? განმარტებაში წერია: ადგილი, სადაც ბუნებრივი რესურსები მოიპოვება. საქართველო არ არის  განებივრებული  ბუნებრივი რესურსების სიმრავლით, მაგრამ  გვაქვს სხვა უფრო დიდი რესურსი -  ადამიანური პოტენციალი, რომელიც ამ ქვეყნის ყველაზე დიდ სიმდიდრეს წარმოადგენს. სწორედ აქ გვინდა რაც შეიძლება მეტი ლიდერი დაიბადოს.

 

რატომ მანგლისი? პასუხი ასეთია: "მე აქ დავიბადე და ეს სკოლა დავამთავრე"- ამბობს დავით ბეჟუაშვილი და განმარტავს, რომ "ყველგან შემეძლო გამეკეთებინა ასეთი ცენტრი, მაგრამ ავირჩიე ჩემი კუთხე." ამიტომაც გახსნის დღიდან საბადოს კარი ღიაა ადგილობრივი მოზარდებისათვის.

 

რატომ საგანმანათლებლო ცენტრი? შეიძლება საკურორტრო ზონაში სასტუმრო გაგვეკეთებინა, მაგრამ დღეს ჩვენ ყველაზე მეტად  პროფესიონალებთან ერთად ლიდერები გვაკლია, ამიტომაც  საბადო გახდა ლიდერობის აკადემია.

 

საბადო 14-დან 18 წლამდე მოზარდებისთვისაა განკუთვნილი. ასაკი, როცა მთავარ არჩევანს აკეთებს ადამიანი, გზაგასაყართან დგას - საით წავიდეს. ასეთ დროს პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანების რჩევა ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი ადამიანები არიან საბადოს მენტორები. ცოდნა, ცოდნის გაზიარება და  გამოყენება - ეს იქნება მთავარი, რასაც  საბადოელებს ასწვალიან. მაგრამ როგორ ? საბადოში ამბობენ, რომ მიდგომაც  განსხვავებული იქნება, არა საკლასო ოთახებში, არა ლექციებით. საბადო საინტერესო პროგრამებზე მუშაობს და ასეთივე საინტერესო სპიკერებს ეძებს მოზარდებისთვის.

 

საბადო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, სტემ ლაბორატორიით, ფუნქციონირებს ობსერვატორია, სპორტული დარბაზები, ოთახები მსჯელობისა და კომუნიკაციისათვის, კინოთეატრი. აქ ყველაფერია, რაც  საშუალებას აძლევს მოზარდს იპოვოს საკუთარი თავი.

3T4A5617.jpg

3T4A4747.jpg

B0024611.jpg

ნახე მეტი