ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
20ივნისი
სან დიეგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ჯიაიჯიში

GIG-მ რამდენიმე წლის წინ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ბიზნესი, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, განათლების მიღების მსურველი ახალგაზრდების ფინანსური მხარდამჭერი გახდა.  

 

მულტიინდუსტრიულმა ჰოლდინგმა, კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიის და ქიმიის დარგებში საბაკალავრო 4 წლიანი პროგრამა სრულად დაუფინანსა 3 სტუდენტს. წელს სან დიეგოს საერთაშორისო აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამა ანი გვერწითელის შემდეგ კიდევ ორმა, მარიამ  ბიკაშვილმა და მინდია გეგელიამ დაამთავრა.   კურსდამთავრებულებმა დონორებს სამომავლო გეგმები გააცნეს, სად აპირებდნენ სწავლის გაგრძელებას და მუშაობის დაწყებას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ GIG–ს პირველი სტიპენდიანტი "ევროპული სკოლის“ მედალოსანი ანი გვერწითელი იყო, რომელმაც კომპიუტერული მეცნიერებების კურსი წარმატებით დაასრულა და დასაქმდა. "ევროპულ სკოლაში“ მხარეებმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. საქართველოში "სან დიეგოს უნივერსიტეტის" (SDSU) და "ჯი-აი-ჯის" შეთანხმების შესაბამისად, "ჯი-აი-ჯი" გამოყოფს ოთხწლიან სრულ სტიპენდიას "ევროპული სკოლის" იმ კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც წარმატებით ჩაირიცხებიან სან დიეგოს საერთაშორისო აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებზე. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოში "სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის" დეკანმა, დოქტორ კენ უოლშმა და "ჯი-აი-ჯის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ბ-ნმა ზურაბ გელენიძემ. 

 

"ევროპულ სკოლაში" გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ "ჯი-აი-ჯის" დამფუძნებელი, ბ-ნი დავით ბეჟუაშვილი და ,,MILLENNIUM CHALLENGE CORPORATION“ (საქართველო) საქართველოს ოფისის გენერალური დირექტორი, ბ-ნი ჯენერ ედელსონი.   

ნახე მეტი