
"ღვინოს აქვს გემო, სხეული, ფერი, ხასიათი და თავისუფლების შეგრძნება თავის მხრივ კი ღვინოს ყველაზე მეტად შეუძლია "თავს მისცე უფლება" ანუ გახდე თავისუფალი, აკეთო ის რაც გიყვარს: იცეკვო, იმღერო..."- ასე იწყება წიგნი "ვაზის ორდენის რაინდები", რომელიც ჯიაიჯიმ პარტნიორებისა და მეგობრებისათვის გამოსცა.
იცოდით რა კავშირი ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს მეღვინეობასთან? ან ვინ იყო კაცია ადანია? ვინ იყო ემანუელ ალმენდიგერი და რომელ სასმელს აწარმოებდა საქართველოში? როგორ მოიპოვა ყიფიანების ღვინომ ბელგიაში გრან პრი. სახელგანთქმული მუხრან-ბატონების არანაკლებ განთქმული ღვინო და ვენახები.... ეს ყველაფერი ქართული და მსოფლიო ღვინის ისტორიაა, რომელიც თავმოყრილია ამ გამოცემაში. პროექტი იმ ადამინებს გვაცნობს, ვინც ღვინოს, ვენახს, ვაზს ემსახურებოდა.. ახალი ღვინის გემოებს ქმნიდა და თავისი ანაბეჭდი დატოვა. სამწუხაროდ, საბჭოთა რეჟიმმა ამ ადამიანების წვლილის წაშლა მოინდომა, ამიტომაც შეიქმნა ეს პროექტი, რათა ვიცოდეთ ისტორია.