საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენცია - მასპინძელი ევროპული სკოლა
საგანმანათლებლო ინოვაციები - ამ გამოწვევებს დაეთმო საერთაშორისო კონფერეცია, 5EXLC 2026, რომელსაც 1-3 მაისის ჩათვლით ევროპულმა სკოლამ უმასპინძლა.
4 მაისი, 2026
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ჩარგალში გამართული სახალხო დღესასწაულის "ვაჟაობის" ერთ-ერთი მასპინძელი კომპანია იყო. ჩარგალს მწერლები, პოეტები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
წელს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდა, რომლის მფლობელიც ორ წელიწადში ერთხელ გამოვლინდება. სახელმწიფოს მხრიდან ვაჟა ფშაველას პრემიანტი ოქროს მედალსა და 10 000 ლარის ფულად ჯილდოს მიიღებს. დღესასწაულზე წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები და სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები. გაიმართა დოღი და სპორტული ღონისძიებები.