ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
3ნოემბერი
დავით ბეჟუაშვილი საერთაშორისო კონფერენცია "Oil & Gas Turkmenistan 2017"-ში იღებს მონაწილეობას

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, დავით ბეჟუაშვილი თურქმენეთის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენცია "Oil & Gas Turkmenistan 2017“-ში იღებს მონაწილეობას.

 

კონფერენციაზე განიხილება რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია თურქმენეთთან სამომავლო ურთიერთობების განმტკიცებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის. საქართველოს დელეგაცია კონფერენციაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ილია ელოშვილის თავმჯდომარეობით მონაწილეობს, რომელიც აშხაბადში სიტყვით გამოვიდა. 

 

"საქართველო გამოხატავს პოლიტიკურ მხარდაჭერას "ტრანსკასპიური მილსადენის" განხორციელების მიმართ და აქტიურად მონაწილეობს "აშხაბადის დეკლარაციის" ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ნახე მეტი