ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი სამედიცინო სფეროში, განახლებული ინფრასტრუქტურა და პაციენტზე მორგებული სერვისი. "ჯეო ჰოსპიტალსი", როგორც განვითარებაზე და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული კომპანია აგრძელებს ჯანდაცვის სფეროში ხარისხის ამაღლებისა და პაციენტზე მორგებული სერვისების გაუმჯობესობას. კლინიკის ტერიტორიაზე სრულად განახლდა ამბულატორიული სივრცე, აქ მეტი კომფორტი, თანამედროვე და უსაფრთხო გარემოა. თანამედროვე ტექნოლოგიები, მოქნილი ციფრული რიგითობის სისტემა. ჩვენთვის მთავარია პაციენტის მოთხოვნებზე ვიყოთ ორიენტირებული - აცხადებენ "ჯეო ჰოსპიტალსში".
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სრული ამბულატორიული მომსახურება, რაც გულისხმობს ოჯახის ექიმის, პედიატრის, ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებს და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების სრული სპექტრის ჩატარებას.
ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან ერთად, “ჯეო ჰოსპიტალსი” განაგრძობს ხარისხის მართვის სისტემის გაუმჯობესებას საერთაშორისო აღიარებული სტანდარტებით. კლინიკამ ცოტა ხნის წინ წარმატებით გაიარა KTQ (Kooperation für Transparenz und Qualität im Gesundheitswesen) აკრედიტაციის პროცესი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია საერთაშორისო ხარისხის მართვის სტანდარტებში. ამასთანავე, კომპანიას მინიჭებული აქვს ISO 9001:2015 სერტიფიკატი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ჯეო ჰოსპიტალსი” ქმნის მაღალკვალიფიციურ, სტრუქტურულად გამართულ, უსაფრთხო და მაქსიმალურად პაციენტზე მორგებულ გარემოს.

