ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
18აპრილი
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - წიგნის მუზეუმის მხარდამჭერი

საქართველოში პირველი და კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი გაიხსნება. ეროვნული ბიბლიოთეკის ამ ინიციატივას მხარდაჭერა "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა“ გამოუცხადა. დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს" შორის მემორანდუმი გაფორმდა.

 

ახალ საგამოფენო სივრცეში ეროვნული ბიბლიოთეკის საცავში დაცული  უძველესი და უნიკალური წიგნები გამოიფინება. ბიბლიოთეკის ფონდში პროექტს უკვე უწოდეს საუკუნის პროექტი. ამით ეროვნული ბიბლიოთეკის  პირველი კორპუსის აღდგენა-განახლება იწყება.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან აშშ-ს საელჩო საქართველოში და კომპანია "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი".

 

ჩვენი კომპანია მიესალმება ამ წამოწყებას. "საქართველოს ინდუსტრიული  ჯგუფი“ მუდამ გამოთქვამს მზადყოფნას იყოს იქ, სადაც ეროვნული და  კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას ეხება საქმე.

ნახე მეტი