ჯიაიჯი ჰოლდინგი, მხოლოდ მასთან აფილირებულ თემებზე არ ფიქრობს. გარემოსდაცვა და ბიომრავალფეროვნება, ეკოტურიზმის სერვისები, ეკომეგობრული ინფრასტრუქტურა - ამ მიმართულებებზე იმუშავეს ჯიაიჯი ჰოლდინგის წევრებმა. თემას კონკრეტული ტოპონიმი ჰქონდა - თეთრიწყაროს რაიონი, მათ შორის მანგლისის, საკურორტო ზონის განვითარების პერსპექტივები. ჯიაიჯი ჰოლდინგის CSR სტრატეგიის ჰაკათონსაც მანგლისმა უმასპინძლა - ახლადგახსნილ საბადოს კამპუსში.
ხუთი გუნდი განსხვავებული ხედვით წარსდგა. თუმცა, თემის გარდა იყო საერთო პირობა- პროექტი ინოვაციური უნდა ყოფილიყო, იდეები კი კომპანიის CSR მიმართულებების გარშემო: ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა, ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროდუქტების განვითარება და ადგილობრივი თემის გაძლიერება.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ - დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი და ჰოლდინგის მენეჯმენტი. გამარჯვებული პროექტია „ქვესტი“, რომლის მიზანიც გახლავთ უცნობი ისტორიების, ლეგენდების და ბუნების აღმოჩენა, რაც თავისთავად გაზრდის ინტერესს რეგიონის მიმართ. იდეა აპლიკაციის შექმნას მოიცავს, რომელიც ემსახურება რეგიონის მიმართ ინტერესის გაზრდას, ადგილობრივი ინფრასტუქტურის მოწესრიგებას, თემის გაძლიერებას და ხელშეწყობას.