საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენცია - მასპინძელი ევროპული სკოლა
საგანმანათლებლო ინოვაციები - ამ გამოწვევებს დაეთმო საერთაშორისო კონფერეცია, 5EXLC 2026, რომელსაც 1-3 მაისის ჩათვლით ევროპულმა სკოლამ უმასპინძლა.
4 მაისი, 2026
თბოსადგური "მტკვარის" დამფუძნებელი კომპანიის წილი "ჯი-აი-ჯისთან" აფილირებულმა საერთაშორისო კომპანიამ შეიძინა.
დაგეგმილია შეძენილი აქტივების გამოყენება, როგორც არსებული დადგმული სიმძლავრეების შენარჩუნებისთვის, ასევე, სამომავლო სტრატეგიული პროექტების განხორციელებისთვის "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ჩინელ პარტნიორებთან ერთად.
აქტივის სახით, ჯგუფ "ინტერ რაოსგან" შეძენილია ქ. გარდაბანში მდებარე თბოსადგური "მტკვარი", რომელიც შედგება ორი ენერგობლოკისგან: მე-9 და მე-10. ობიექტს წლების განმავლობაში ფლობდა ჯგუფი "ინტერ რაო".