ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
31მარტი
"სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი" (SDSU) საქართველოში და "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" (GIG) პარტნიორები გახდნენ

31 მარტს "ევროპულ სკოლაში" მხარეებმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. "სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის" (SDSU) საქართველოში და "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" (GIG) შეთანხმების თანახმად, GIG გამოყოფს ოთხწლიან სრულ დაფინანსებას ევროპული სკოლის კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისოდ აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებზე წარმატებით ჩაირიცხებიან.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს "სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის" დეკანმა საქართველოში, დოქტორ კენ უოლშმა და "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ გელენიძემ. "ევროპულ სკოლაში“ გამართულ ღონისძიებას "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დამფუძნებელი  დავით ბეჟუაშვილი და "MILLENNIUM CHALLENGE CORPORATION” (GEORGIA) საქართველოს ოფისის გენერალური დირექტორი, ჯენერ ედელსონი დაესწრო. "ევროპული სკოლის" სტუმარი იყო, ასევე, სან დიეგოდან ჩამოსული მორაგბეების ჯგუფი, რომელიც საქართველოში ამხანაგურ თამაშს გამართავს ქართველ მორაგბეებთან.

 

"მემორანდუმის მიზანია, საქართველოში ხელმისაწვდომი გავხადოთ ამერიკული საბაკალავრო პროგრამები რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის. გვიხარია, რომ კერძო სექტორი დაინტერესდა და მონაწილეობს ახალი თაობისთვის უკეთესი მომავლის შექმნაში.“- განაცხადა დოქტორმა უოლშმა.

 

თავის მხრივ, დავით ბეჟუაშვილი მიიჩნევს, რომ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" სოციალურ პასუხისმგებლობად აღიქვამს იმ ნიჭიერი სტუდენტების მხარდაჭერას, რომელთაც ექნებათ სურვილი ცოდნას დაეუფლონ საინჟინრო და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებებით, ასევე, კომპანიას მიაჩნია, რომ ქვეყნის ინდუსტრალიზაცია და ეკონომიკური წინსვლა შეუძლებელი იქნება ადამიანური კაპიტალის განვითარების გარეშე.

ნახე მეტი