გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, სიღრმისეული დაკვირვებისა და ბაზრის კვლევის საფუძველზე, გადავწყვიტეთ გავაფართოვოთ ჩვენი საქმიანობა ყაზახეთის მიმართულებაზე და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევედით ამ ქვეყნის FMCG სექტორში.
აღსანიშნავია, რომ ყოველდღიური მოხმარების კვებისა და სხვა პროდუქტების რითეილ ინდუსტრია ყოველთვის საინტერესო იყო ჯიაიჯისთვის, ჩვენ საქართველოშიც გვაქვს ამ სექტორში საინვესტიციო საქმიანობის გამოცდილება.
გარდა ამისა, გამომდინარე მაღალი პოტენციალიდან და განვითარების დინამიკიდან, ყაზახეთის ბაზარი სტრატეგიულად ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჯიაიჯისთვის, მითუმეტეს, რომ ამ ქვეყანაში უკვე დაგვიგროვდა ეკონომიკის სხვადასხვა წამყვან დარგებში წარმატებული საქმიანობის გამოცდილება.
ამჯერად, ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც სრულად უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს და საშუალებას მოგვცემს, უნიკალური ღირებულება შევქმნათ ათასობით ადგილობრივი მომხმარებლისთვის. ჩვენი ახალი სტარტაპი, სახელწოდებით Eurasian Retail Group Limited უკვე აქტიურად მუშაობს, მომავალი წლის მეორე ნახევრიდან ვგეგმავთ პირველი მაღაზიების გახსნას.