ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
15მაისი
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" "Wings For Life"-ის ტრადიციული პარტნიორია

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", ტრადიციულად, უერთდება მასშტაბურ საქველმოქმედო აქციას. კომპანიის გუნდმა მსოფლიო საქველმოქმედო კამპანიის - "Wings For Life"-ის ფარგლებში გამართულ რბენაში მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო შედეგი აჩვენეს ჩვენმა კოლეგებმა: ბესიკ ციმაკურიძემ და ზურაბ ცოცხალაშვილმა, რომლებმაც 10 კმ. დაფარეს.   "Wings For Life"-ში მონაწილეობის მთავარი მოტივაცია ზურგის ტვინის დაზიანების კვლევებისა და მკურნალობისათვის შექმნილ ფონდში კომპანიის მხრიდან საკუთარი წვლილის შეტანაა.

 

მსოფლიო რბენის ბენეფიციართა მხრიდან რეგისტრაციისას შესული თანხის 100%  საქველმოქმედო ფონდში ირიცხება. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", როგორც მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად იღებს მონაწილეობას მსგავს მნიშვნელოვან აქტივობებში.

ნახე მეტი