ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
12სექტემბერი
"წიგნის მუზეუმის" პირველი სტუმარი

11 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმს ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი და ჟურნალისტი სვეტლანა ალექსიევიჩი ეწვია. ნობელიანტი მწერალი პირველი ოფიციალური სტუმარია მუზეუმში. ის მკითხველთან შეხვედრის დაწყებამდე მუზეუმით და იმ რარიტეტული გამოცემებით დაინტერესდა, რომელიც ჯერ კიდევ საცავში რჩება და მალე ახალ საჯარო სივრცეში განთავსდება. 

 

სტუმარს ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის" წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. სვეტლანა ალექსიევიჩმა მუზეუმს სიმბოლურად, საჩუქრად საკუთარი წიგნი გადასცა. ნობელიანტ სტუმართან ერთად სამუზეუმო სივრცეში მიმდინარე სამუშაოებით პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეც დაინტერესდა. ბიბლიოთეკაში მკითხველთან შეხვედრა გამომცემლობა "ინტელექტისა" და "არტანუჯის" მიერ იყო ორგანიზებული. ამავე გამომცემლების ინიციატივით სტუმრობდა ქვეყანას ნობელიანტი მწერალი.

ნახე მეტი