ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
8ივნისი
"ჯი-აი-ჯი" და განათლების სამინისტრო პროფესიული პროგრამის განახლებაზე მუშაობს

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ინიციატივით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით დაიწყო სამთო საქმის პროფესიული სტანდარტების/ჩარჩო დოკუმენტების შემუშავებისა და გადამუშავების პროექტი.

 

პროექტი მიზნად ისახავს პროფესიული პროგრამის განახლებასა და დუალურ სისტემაზე გადაყვანას. დუალური სისტემა თანამედროვე მიდგომაა, რაც გულისხმობს პროგრამის განმავლობაში პრაქტიკულ ნაწილზე ფოკუსირებას.

 

პროგრამის მოდულების შემუშავებაში ჩართულები არიან, როგორც თეორეტიკოსი, ასევე პრაქტიკოსი სპეციალისტები, შესაბამისად, პროგრამაში ასახული იქნება ყველა ის მიმართულება, რაც დღეს სამთო საქმეს სჭირდება.

 

ოქტომბრიდან იგეგმება ახალი პროფესიული პროგრამის ფარგლებში პირველი ნაკადის მიღება.

ნახე მეტი