
ქართულ ბაზარზე ახალი სადაზღვევო კომპანია შემოდის. Global Benefits Georgia საქართველოს მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაზღვევის საერთაშორისო მომსახურებას სთავაზობს 120 ქვეყანაში. სადაზღვევო კომპანია ოპერირებას აპრილში იწყებს და ის საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფმა - Global Benefits Group (GBG) "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან" (GIG) ერთად დააფუძნა.
"ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებლამდე, განსაკუთრებით ბიზნესწრეების წარმომადგენლებამდე, მივიტანოთ მნიშვნელოვანი მესიჯი, რომ დაზღვევა ბიზნეს სექტორში დანაკარგების მინიმალიზაციის გარანტია.“ - განაცხადა "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა. ზურაბ გელენიძემ, რომელიც ამავდროულად "საქართველოს უნდუსტრული ჯგუფის" ფინანსური დირექტორია.
"Global Benefits Group" მთელს მსოფლიოში ცნობილია სწორედ იმით, რომ ის სთავაზობს ყველაზე სრულყოფილ სერვისს საზღვრების გარეშე. მისი კლიენტები არიან მსხვილი კორპორაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო სტუდენტები, გავლენიანი ფინანსური წრეების წარმომადგენლები.
ქართული სადაზღვევო სისტემის უპირატესობასა და მისი განვითარების მაღალ პოტენციალზე მიუთითებს ისიც, რომ GBG-მ რეგიონალური ჰაბის დაფუძნება საქართველოში გადაწყვიტა და თბილისიდან გაუწევს ოპერირებას ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და სომხეთის სადაზღვევო ბაზრებს.
Global Benefits Group-ს საერთაშორისო დაზღვევის 36 წლიანი გამოცდილება აქვს და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
"გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელია "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" (GIG), რომელიც 20 წლიანი გამოცდილების მქონე უდიდესი ინდუსტრიული ჰოლდინგია.