
2018 წლის 3 აპრილს "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა" და ჩინურ კომპანია „Harbin Electric International Co"–ს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. ქართული მხრიდან მემორანდუმს ხელი "ჯი-აი-ჯი-ს" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ, ხოლო ჩინური მხრიდან კომპანია HEI-ს ვიცე პრეზიდენტმა ვანგ შიმინმა მოაწერა. მემორანდუმი რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სახის ენერგეტიკულ პროექტებში ჩართულობას გულისხმობს. მხარეებმა მზად ყოფნა გამოთქვეს გააერთიანონ თავისი ცოდნა და გამოცდილება, რაც თავის მხრივ, გადამცემი ხაზების, ქვესადგურების, თბო და ჰიდრო გენერაციის ობიექტების მშენებლობა-ოპერირებას მოიცავს.
ჩინური კომპანია "Harbin Electric International Co” მრავალი წელია ოპერირებს ენერგო სექტორში მშენებლობისა და ელექტრო მოწყობილობების წარმოების კუთხით.