ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
16ივნისი
ჯიაიჯი ჰოლდინგი ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე

ჩვენ, როგორც ქვეყნის წამყვანი მულტიინდუსტრიული ჰოლდინგი ფართოდ დივერსიფიცირებული საერთაშორისო პორტფელით, აქტიურად ვავითარებთ ბიზნეს ურთიერთობებს და ვაზიარებთ საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას ჩვენი რეგიონის  სხვადასხვა ქვეყნებში.

 

ახალი სტრატეგიული პროექტების განხილვისა და ბიზნესის პოტენციალის გაფართოების მიზნით, ჯიაიჯი ჰოლდინგის დამფუძნებელმა დავით ბეჟუაშვილმა 4-5 ივნისს მონაწილეობა მიიღო ქალაქ ატირაუში გამართულ  ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმის მუშაობაში.

 

ჯიაიჯის გუნდი, რომელიც უკვე წლებია წარმატებით ოპერირებს ყაზახეთის ბაზარზე, უფრო მეტ პოტენციალს ხედავს კასპიის რეგიონში, როგორც ეკონომიკური ზონების, ისე ევროპასთან დამაკავშირებელი გარდამავალი სატრანსპორტო ჰაბის განვითარების მხრივ.

 

ჩვენთან ერთად, კასპიის რეგიონის რესურსების მიმზიდველობიდან გამომდინარე,  მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს არაერთი ქართული კომპანია განიხილავს. სწორედ ეს იყო ფორუმის მთავარი მიზანი, რომელშიც ჯამში 25 ქართულმა და 100-ზე მეტი ყაზახური ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

ქალაქ ატირაუში ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ორდღიანი სამუშაო პროცესი დატვირთული იყო სხვადასხვა დონის შეხვედრებით, მათ შორის, მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდათ  B2B ფორმატის ფარგლებში  გაემართათ მოლაპარაკებები  სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით.

 

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება მომავალში პოტენციური ბიზნეს პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით კვლავ გეგმავს მსგავსი მასშტაბური შეხვედრებისა და ეკონომიკური ფორუმის გამართვას.

ნახე მეტი