ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
16ოქტომბერი
ჯიაიჯი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისთვის

დაარსების დღიდან კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ფონდთან.

"დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ წევრობა დიდი პატივია და ამ ფონდის მიერ გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებებს "ჯიაიჯი" მუდმივად ესწრება. დაარსების დღიდან კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ფონდთან. წელსაც კომპანიის დამფუძნებელმა, დავით ბეჟუაშვილმა ფონდი 50 ათასი ლარით დააფინანსა. წლის განმავლობაში კი მის მიერ ყოველთვიურად ხდება ფონდისათვის დახმარების გაწევა.

 

როგორც წლევანდელ ანგარიშში იყო ნათქვამი, ფონდის მიერ 53 დაჭრილ ჯარისკაცს გაეწია დახმარება, ჩატარდა 17 ოპერაცია, მათ შორის, 13 ურთულესი ოფთალმოლოგიური ჩარევა და ა.შ.

 

წელს გაჟღერდა ინიციატივა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერა აქვს. ახალი წლიდან ფონდი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ასევე, დაღუპული  ჯარისკაცების შვილებისათვის ინგლისური ენის მოსამზადებელ სპეციალურ კურსებს შექმნის.

 

ჩვენთვის საამაყოა ჩვენი გმირების გვერდით დგომა, საამაყოა დაღუპული მებრძოლების ოჯახებისადმი თანადგომა და ვთვლით, რომ როგორც მოქალაქეების, ისე ბიზნესის მხრიდან ასეთი აქტივობა მხოლოდ მცირედია, რითაც შეგვიძლია მათთვის მადლიერების გამოხატვა.

 

"ჯიაიჯის" დამფუძნებელი, დავით ბეჟუაშვილი ერთ-ერთი პირველია იმ კომპანიებსა და ბიზნესმენებს შორის, რომელიც ამ აქციაში ჩაერთო. დავით ბეჟუაშვილის გადაწყვეტილებით ეს არ იქნება ერთჯერადი სახის კონტრიბუცია და პარტნიორობა გრძელვადიან ფორმატში გაგრძელდება.

ნახე მეტი