ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
17თებერვალი
პირველი მასშტაბური ქართული ინვესტიცია უკრაინაში

ჯიაიჯი ჰოლდინგი პარტნიორ  შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად ხერსონის პორტის 30 წლიან მართვაში შედის. ხერსონის საზღვაო სავაჭრო პორტზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიამ 2020 წლის 21 იანვარს, კომპანია  LLC  RISOIL – KHERSON გამოაცხადა. 

 

ქართულ-შვეიცარიულ კომპანიას პორტის მართვის უფლება გამოცხადებული კონცესიის პირობის თანახმად 30 წლით გადაეცა. უკრაინის მთავრობამ დღეს საჯარო პრეზენტაცია გამართა - საზოგადოებას და მედიას ტენდერში გამარჯვებული ინვესტორი კომპანია LLC RISOIL-KHERSON  წარუდგინა, რომლის  მესაკუთრე გახლავთ  ჯიაიჯისთან აფილირებული კომპანია ,,Petrol Oil and Chemicals” და შვეიცარიული კომპანია ,,Rissoil S.A.“ პრეზენტაციას უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, ინფრასტრუქტურისა და უკრაინის ეკონომიკის მინისტრები, კატარის ინფრასტრუქტურის მინისტრი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჯიაიჯის დამფუძნებელმა დავით ბეჟუაშვილმა. 

 

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქვეყანაში ახალ ეკონომიკურ რეფორმებზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და მიმზიდველ საინვესტიციო პოლიტიკაზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ საკონკურსო პროცესი უპრეცედენტოდ სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. შერჩევის მთავარი პრინციპი კი გამარჯვებული ინვესტორის რეპუტაცია, მათი მხრიდან წარდგენილი საუკეთესო საინვესტიციო წინადადებები და ბიზნეს გამოცდილება გახდა. 

 

LLC RISOIL-KHERSON-მა საზოგადოებას, მთავრობასა და მედიას ხერსონის სავაჭრო პორტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია წარუდგინა საკუთარი ხედვით, მისიით, განვითარების გეგმით და პორტის გადაიარაღების სქემით. 

 

ინვესტორი კომპანია პორტის განვითარებაში 15 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და ხერსონის ინფრასტრუქტურის მოწყობა - განვითარებაზე ვალდებულებასაც იღებს. უკრაინაში დაწყებულმა ახალმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და საკანონმდებლო ცვლილებებმა, რაც ინვესტორებისთვის სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების მართვის უფლებით გადაცემას ეხებოდა, განსხვავებული შესაძლებლობები გააჩინა ინვესტორებისათვის.

 

ნახე მეტი