ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
11აპრილი
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" მენეჯმენტი საქართველოში იაპონიის ელჩს ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა

"საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს" სტუმრად საქართველოში იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა ეწვია. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ძირითადი თემები საქართველო-იაპონიის ურთიერთობების განვითარებას, საინვესტიციო კლიმატს და კომპანიის საქმიანობას შეეხო. მხარეებმა სამომავლოდ შესაძლო თანამშრომლობის ინტერესიც გამოთქვეს.

 

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" დამფუძნებელმა იაპონიის ელჩს, რომელიც კომპანიის საქმიანი ბიზნეს პორტფოლიოთი დაინტერესდა, ადგილზე გააცნო "ჯი-აი-ჯის" ბიზნეს საქმიანობა. მანვე მიაწოდა ინფორმაცია იმ სტრატეგიული პროექტების შესახებ, რომლებსაც კომპანია წლებია წარმატებით ახორციელებს ქვეყნის ინდუსტრიულ და ენერგეტიკულ სფეროში.

 

შეხვედრის დასასრულს ტადაჰარუ უეჰარმა არაფორმალურ გარემოში კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი გიორგი ფურცხვანიძე გაიცნო, რომელიც წლებია, ჰობის სახით, იაპონიის კულტურითა და ენის შესწავლით არის დაინტერესებული და რამდენიმე დღეში, იაპონური მხარის მიწვევით, პროექტში გამარჯვებულის სტატუსით, ტოკიოში მიემგზავრება. გიორგი ფურცხვანიძე "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ERP-ის ანალიტიკოსია.

ნახე მეტი