
"საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან" აფილირებულმა კომპანიამ "Luraq Investments Limited"-მა ინსულინის მწარმოებელი უკრაინული სააქციო საზოგადოება "Indar"-ის აქციების 29,29% შეიძინა. უკრაინულ კომპანიაში შეძენილი პაკეტის წილის მფლობელი, პოლონური ბიოტექნოლოგიური კომპანია "Bioton" S. A. იყო.
მხარეებს შორის აქციათა პაკეტის შესყიდვის იურიდიულ მომსახურებას უზრუნველყოფდა იურიდიული კომპანია "DLA Piper Ukraine".
სააქციო საზოგადოება "Indar" უკრაინული საწარმოა, რომელიც ინსულინის წარმოების სრულ ციკლს ფლობს. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს ქალაქ კიევში.
DLA Piper Ukraina წარმოადგენს უმსხვილესი იურიდიული კომპანიიის DLA Piper-ის ნაწილს, რომლის წარმომადგენლები აშშ-ს, ევროპის, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისა და ახლო აღმოსავლეთის 30-ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობენ. DLA Piper-ის სახელით, მისი იურისტები კომპანიებს სხვადასხვა სახის იურიდიულ მომსახურებას უწევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.