საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენცია - მასპინძელი ევროპული სკოლა
საგანმანათლებლო ინოვაციები - ამ გამოწვევებს დაეთმო საერთაშორისო კონფერეცია, 5EXLC 2026, რომელსაც 1-3 მაისის ჩათვლით ევროპულმა სკოლამ უმასპინძლა.
4 მაისი, 2026
20 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების ფორუმზე "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ქვეყნის საუკეთესო დამსაქმებლად დასახელდა. ფორუმი ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის.
ღონისძიებაში მონაწილეობდა არაერთი წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.
#CUJOBFAIR2019-ის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მოწვეულ კომპანიებს, მიეღოთ ინფორმაცია და აღმოეჩინათ სასურველი ვაკანსია.
ღონისძიებას ჰყავდა 4 სპიკერი: ალექსანდრე ჯეჯელავა (Flowmaster); მედეა ტაბატაძე (InSource); ანდრო დგებუაძე (A-LIVE); ლილი ბიბილაშვილი (HR პროფესიონალთა გილდია).
დასაქმების ფორუმის ბოლოს დაჯილდოვდნენ საუკეთესო დამსაქმებელი პარტნიორი კომპანიები.