ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
9სექტემბერი
პოტენციალი მოქმედებაში - ჯიაიჯი ინოვაციებისა და წარმატებული განვითარების 30 წელს აღნიშნავს

ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჯიაიჯი ჩამოყალიბდა, როგორც ყველაზე დიდი მულტიინდუსტრიული ჰოლდინგი საქართველოში, ფართოდ დივერსიფიცირებული ბიზნეს პორტფელით, რომელიც მოიცავს 12 ინდუსტრიას 5 ქვეყანაში, 100-ზე მეტ კომპანიას და 10 000 დასაქმებულს. ბოლო 3 დეკადის განმავლობაში კომპანიის ზრდაზე, მის ლიდერობის სტილსა და ახალ ბრენდ იდენტობაზე Investor.ge დამფუძნებელსა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, დავით ბეჟუაშვილს ესაუბრა.

 

უპირველესად, მსურს მოგილოცოთ ეს საოცარი ეტაპი GIG -თვის, წელს ბიზნესის კეთების 30 წლის იუბილე გაქვთ! ისეთ ქვეყანაში, რომელმაც ამ წლების განმავლობაში ღრმა ეკონომიკური ტრანსფორმაცია გაიარა, თქვენ როგორც დამფუძნებელმა და ახლა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ როგორ მოახერხეთ, რომ გამკლავებოდით ამ სწრაფ ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ამავდროულად მოახდინეთ კომპანიის ესოდენ წარმატებული მასშტაბირება?

 

დიდი მადლობა მოლოცვისთვის, ჩვენთვის ეს მართლაც მნიშვნელოვანი თარიღია!

 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ახალ საქართველოსთან ერთად ჩამოვყალიბდით, განვვითარდით და გავიზარდეთ, ერთად შევეგებეთ საინტერესო გამოწვევებს და გავუძელით სირთულეებს, რაც მთავარია, ჩვენი დანიშნულება და ადგილი მოვიპოვეთ საქართველოს ბიზნეს და ეკონომიკურ ლანდშაპტში.

 

მეც ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული თაობის წარმომადგენელი ვარ. ჩვენ ორ სრულიად განსხვავებულ სამყაროში მოგვიწია ცხოვრება. საბჭოთა კავშირში დავიბადეთ და ჩამოვყალიბდით, კარიერა კი მისი დანგრევის შემდეგ ნულიდან დავიწყეთ. თან ვსწავლობდით დასავლური სტანდარტებით ბიზნესის კეთებას და თან ვქმნიდით და ვავითარებდით. უკეთესი მომავლის ურყევი რწმენა, შესაბამისი ხედვა, ძლიერი ჟინი და შეუპოვარი ხასიათი დაგვეხმარა ამ პროცესში.

 

იმთავითვე მქონდა სურვილი, ისეთი საქმისთვის მომეკიდა ხელი, რომელიც იქნებოდა განვითარების დიდი პოტენციალის მქონე და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი, რადგან ვგრძნობდი, რომ ახალი საქართველოს აღმშენებლობაში მონაწილეობის მიღება აუცილებელი, ამავდროულად ძალიან საინტერესო და საპატიო იქნებოდა.

 

ჩემთვის ასევე ნათელი იყო, რომ იმჟამინდელ რთულ გარემოშიც, უდიდესი პოტენციალის მქონე ადამიანები და ბიზნეს იდეები ჩნდებოდა და მსურდა, ჩემი და ჩემი გუნდის საქმიანობით მხარი დამეჭირა მათთვის.

 

ჩვენი წარმატების გასაღები კი იმაშია, რომ ჩემს გუნდთან ერთად ამ დანიშნულების, მისიისა და მიზნების ერთგული დავრჩით და მიუხედავად მრავალი სირთულისა, უკან არასდროს დავიხიეთ. პირიქით, ყოველთვის ვცდილობდით, რომ ნებისმიერი გამოწვევა, თუ პრობლემა შესაძლებლობად გვექცია, შეცდომების არ შეგვშინებოდა და აქტიურად გვემოქმედა, საინტერესო და მასშტაბური საქმე გვეკეთებინა და თუ საჭირო იქნებოდა გაგვერისკა ამისთვის, ისეთ პროექტებში შევსულიყავით, რომელთა განხორციელება შესაძლოა ბევრისთვის შეუძლებელიც კი ჩანდა.

 

გარდა ამისა, დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული მართვის აუცილებელი სისტემები შევქმენით და, რაც მთავარია, ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბეთ და დავეხმარეთ ერთმანეთს სწრაფ განვითარებაში.

 

როცა GIG დაფუძნდა, იგი ფართოდ იყო ფოკუსირებული ენერგეტიკის სექტორზე, თუმცა მას შემდეგ განახორციელა საკუთარი პორტფელის წარმატებულად დივერსიფიცირება 10-ზე მეტ ინდუსტრიაში, როგორებიცაა უძრავი ქონება, მეტალის წარმოება, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, FMCG, და სოფლის მეურნეობა. რა მთავარი სტრატეგიები გამოიყენეთ ასეთ მრავალფეროვან სექტორებში წარმატებული გაფართოვებისთვის?

 

ენერგეტიკა არის ის ინდუსტრია, რომელშიც ჩვენ ვაწარმოებთ ყველაზე მასშტაბურ საქმიანობას და ვგეგმავთ ამ სექტორში გრძელვადიან პერსპექტივაში დარჩენას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სექტორი ქვეყნისთვის - განსაკუთრებით მწვანე ენერგიის განვითარების სფეროში, მზის და ქარის ენერგიების ჩათვლით.

 

თუმცა, ჩვენი კომპანიის დაარსებიდან მალევე, ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ მთავარი იყო დიდი პოტენციალი დაგვენახა საქმეში და არა თვითონ საქმიანობის სფერო, ეს მოგვცემდა ბიზნესის სწრაფად მასშტაბირების შესაძლებლობას, ეს იყო მთავარი მოტივატორი, დაკავშირებული რისკები და სირთულეები გვესმოდა, ვითვალისწინებდით, თუმცა ეს ვერასდროს გვაჩერებდა.

 

მალევე მივხვდით, რომ ინდუსტრია კი მნიშვნელოვანია და მიღებული ცოდნა და გამოცდილება გვეხმარება შემდგომ განვითარებაში, თუმცა ეს საკმარისი არ არის და გვზღუდავს განვითარების მრავალფეროვნებას, მასშტაბსა და ტემპებში. შესაბამისად, მეტი პოტენციალის აღმოსაჩენად და მის სწრაფად ასათვისებლად სხვა სფეროებშიც აქტიური ძიება დავიწყეთ.

 

საბოლოო ჯამში, გავაცნობიერეთ, რომ ყველაზე მთავარი სტრატეგიის გულში ისევ ჩვენი პარტნიორები უნდა ყოფილიყვნენ, ადამიანებისა და ბიზნესების სრული პოტენციალის სწრაფი რეალიზაციისთვის. ამისათვის, ჩვენ უნდა გავმხდარიყავით საქართველოში და რეგიონის სხვა განვითარებად ქვეყნებში მნიშვნელოვან ინდუსტრიებში მოღვაწე მსხვილი კომპანიების სტრატეგიული პარტნიორი და დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული ჩვენი საინვესტიციო ნოუ-ჰაუს გამოყენებით უზრუნველგვეყო მათი დინამიური ზრდა.

 

ასევე, მინდა აღვნიშნო ჩვენი განსაკუთრებული ინტერესი და ერთგულება განათლების ინდუსტრიის მიმართ, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ ბიზნეს საქმიანობას. ჩვენ ვგრძნობთ მზარდ შთაგონებას, რომ წვლილი შევიტანოთ ამ სფეროს განვითარებაში ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში. სხვა ინიციატივებთან ერთად, რეგიონში არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორები ვართ და ერთად ვგეგმავთ რამდენიმე საინტერესო პროექტის განხორციელებას.

 

პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ მთავარი იყო ჩვენი მიდგომების ერთგული დავრჩენილიყავით და ძალიან აქტიურად გვემოქმედა. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი ზრდის საშუალოზე გაცილებით მაღალი ტემპი და სწრაფად მზარდი მასშტაბი, მოღვაწეობის სფეროების მრავალფეროვნების ფონზე.

 

დღეს ჯიაიჯი მსხვილი ქართული მულტიინდუსტრიული ჰოლდინგია, უკვე 5 ქვეყანაში და 12 ინდუსტრიაში ვართ წარმოდგენილი 100-ზე მეტი კომპანიით.

 

ამ სექტორული მრავალფეროვნების ზრდასთან ერთად, GIG გაფართოვდა გეოგრაფიულადაც და ახლა ოპერირებს უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში და ყაზახეთში. როგორ ფიქრობთ, რა არის კულტურულად და გეოგრაფიულად ამგვარად დივერსიფიცირებული კომპანიის მართვისას წარმატების გასაღები?

 

ბიზნესის ზრდასთან ერთად გავაცნობიერეთ, რომ საქართველოში, როგორც პოსტ საბჭოთა სივრცის ერთ-ერთ ქვეყანაში, სწრაფად მასშტაბირების შედეგად დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ჩვენს საინვესტიციო ნოუ-ჰაუდ ჩამოყალიბდა და მარტივად შეგვეძლო მისი ექსპორტზე გატანა, რეგიონის სხვა, ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებში.

 

მითუმეტეს, რომ საქართველოს, როგორც ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა და დღესაც ინარჩუნებს ამ მისიას, იყოს დასავლეთიდან მომავალი პროგრესის ერთ-ერთი პირველი მიმღები და გამტარი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.

 

გარდა ამისა, მიუხედავად კულტურული მრავალფეროვნებისა, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებსა და ბიზეს სექტორებს საკმაოდ ბევრი მსგავსი ტენდენცია და მახასიათებელი აქვთ. მეორე მხრივ, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ბაზარი მცირეა სიდიდით და მეტი მასშტაბისთვის აუცილებელია რომ გასცდე მის ფარგლებს.

 

წარმატების გასაღები აქაც უცვლელია, ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი დანიშნულებისა და მისიის, ვიპოვოთ მაღალი პოტენციალი ადამიანებში და ბიზნესებში და მხარი დავუჭიროთ მათ საკუთარი შესაძლებლობების სწრაფად რეალიზებაში. ეს უკვე არაერთ ქვეყანაში შევძელით წარმატებულად და კვლავაც აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით.

 

ჩვენ გვჯერა, რომ როგორც საქართველოში, ასევე მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე, დასავლური ვექტორით განვითარება არის სწორი გზა, ქვეყნებში ყველაზე ეფექტური გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ამ მოდელს კარგად ვიცნობთ და მისი გამოყენებით ამ ზრდის ხელშეწყობა მიგვაჩნია ჩვენს საქმედ ბიზნესში. ამ გზაზე ბევრი სირთულეა, თუმცა შესაძლებლობები უსაზღვროა, რაც ჩვენთვის ყოველთვის იყო და იქნება საინტერესო.

 

რაც შეეხება მართვის გამოწვევებს, აქ ჩვენი გუნდი არის წარმატების გარანტი. სათაო კომპანიის თანამშრომლებს აქვთ სათანადო კომპეტენცია და მოტივაცია, რომ ბიზნესის კეთების ჩვენეული კულტურა დანერგონ სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენს შვილობილ კომპანიებში მათი სწრაფი ზრდის მხარდაჭერისთვის.

 

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი გუნდის წევრებში აუცილებელი ცოდნების გაღრმავებისა და ლიდერული პოტენციალის გახსნისთვის, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი გრძელვადიანი წარმატებისთვის.

 

წელს არამხოლოდ GIG-ის 30 წლის იუბილე გაქვთ - არამედ კიდევ ერთი დიდი ამბავია კომპანიისთვის, რაც გულისხმობს ახალი ბრენდის იდენტობის მიღებას. რა იყო ამ გადაწყვეტილების მოტივაცია და რატომ გჯერათ, რომ ახლა არის სწორი დრო კომპანიის ახალი ბრენდ იდენტობის წარსადგენად?

 

დიახ, ეს ჩვენი განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ბიზნესიც ხომ ცოცხალი ორგანიზმია, როგორც თითოეულ ჩვენგანს, მასაც აქვს ამოცანა თვით შემეცნების გაღრმავების, რომ შეძლოს უკეთესი თვითრეალიზება და მეტი ღირებულების შექმნა საზოგადოებისთვის.

 

ჩვენი საქმიანობის 30 წლის თავზე, მითუმეტეს, პოსტ კოვიდურ ეპოქაში, ვიგრძენით იმის აუცილებლობა, რომ ღრმად დავფიქრდეთ განვლილ გზაზე, გავაანალიზოთ მიღწეული შედეგი და განახლებული ენერგიით გავიხედოთ მომავლისკენ, ჩვეული ოპტიმიზმით და შემართებით, მეტი ფოკუსირებით საკუთარი დანიშნულების, მისიისა და ხედვის მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ გამოგვივიდა, ჩვენ მართლაც კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდით საკუთარ თავს, რაც დაგვეხმარება სწორედ ამ მეტად მნიშვნელოვან თვითრეალიზების პროცესში.

 

დიახ, ეს სწორი დროა, რადგან ჩვენი ბრენდის განახლებული იდენტობის გააზრება დასაბამს მისცემს ჩვენი ბიზნესის შემდეგი ძალიან აქტიური განვითარების ეტაპს, სხვა სიტყვებით, ზემოაღნიშნული კი ამ მეტად საინტერესო ნაოსნობაში ჩვენი გუნდის მოძრაობის კურსის უფრო ზუსტად გასწორებასა და დანიშნულების ადგილისკენ კიდევ უფრო სწრაფად სვლაში დაგვეხმარება.

 

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია გარე სამყარომ აღგვიქვას ზუსტად ისე, ვინც ვართ. ჩვენი ბრენდის გაძლიერება სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი წარმატებული მასშტაბირებისთვის რეგიონში.

 

აღსანიშნავია, რომ ამ ტრანსფორმაციული ცვლილების პროცესში, ჩვენ შევინარჩუნეთ ისტორიული მემკვიდრეობითობა. კერძოდ, ბრენდის ვიზუალური მხარის განახლებისას დავეყრდენით წინა ლოგოს ძირითად კონცეფციას, ამავდროულად კი სრულიად ახალი, თანამედროვე ელფერი შევძინეთ მას. შესაფერისი ცვლილება შევიტანეთ კომპანიის სახელში და გავაჩინეთ სიტყვა მულტიინდუსტრიული.

 

GIG - ის ბრენდის იდენტობა ეფუძნება 7 სახელმძღვანელო ღირებულებას. შეგიძლიათ მითხრათ, რას ნიშნავს ეს ღირებულებები თქვენთვის და როგორი გავლენა მოახდინეს მათ თქვენს მართვის სტილზე?

 

ჩემთვის თითოეული ღირებულება ძალიან ძვირფასია, ეს ის პრინციპები და მიდგომებია, რომლებიც ქმნის და ამყარებს ჩვენს იდენტობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი გახლავთ ის, რომ ჩვენ მთავარ საყრდენად ჩვენი თვითრეალიზებული თანამშრომლების გუნდს ვთვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული თანამშრომელი უბრალოდ დასაქმებული არ გახლავთ, ის ჩვენი პარტნიორია ერთობლივი წარმატების მიღწევის გზაზე, როგორც კორპორატიულ, ისე ინდივიდუალურ დონეზე.

 

ვთვლით, რომ ჩვენი წარმატება პირდაპირ გამომდინარეა თითოეული ჩვენი თანაგუნდელის წარმატებიდან და პირიქით, რისი მიღწევაც გვჯერა, რომ მხოლოდ მისი განვითარებისა და თვითრეალიზების მხარდაჭერით შეიძლება.

 

ასევე მიგვაჩნია, რომ ჭეშმარიტი გუნდურობა არის ჩვენთვის გადამწყვეტი. ვცდილობთ, რომ გავითავისოთ ერთობის ფასი, დავაფასოთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს და მხარი დავუჭიროთ საერთო წარმატების მიღწევაში. გვჯერა, რომ ასე გაცილებით მეტის მიღწევას შევძლებთ.

 

ასევე გამოვყოფდი ნდობის, როგორც ჩვენი წარმატების მთავარი ფუნდამენტის, მნიშვნელობას როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის გარეთ. კეთილსინდისიერება, დადებითი განზრახვები, ცოდნისა და უნარების მუდმივი გაღრმავება და შედეგების უწყვეტი გაუმჯობესება ის მდგენელებია, რომლებიც ქმნიან და აძლიერებენ ნდობას ყველა მიმართულებით.

 

ჩვენი ღირებულებები თავისთავად მეტყველებენ ჩვენი მართვის სტილზე. ვცდილობთ მეტი თავისუფლება მივცეთ ჩვენს თანამშრომლებს, მეტი ნდობა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ და გვჯერა რომ გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებენ კომპანიისთვის და საკუთარი თავისთვის. სხვა სიტყვებით, ვცდილობთ მეტად ლიდერული მიდგომებით ვმართოთ ბიზნესი, ვიდრე ამას ადრე ვაკეთებდით.

 

მომავალი რებრენდინგთან ერთად, რომელი ახალი სტრატეგიული მიზნების მიღწევას აპირებს GIG? როდესაც მომავალ წლებს უყურებთ, როგორ წარმოგიდგენიათ GIG-ის როლი საქართველოსა და რეგიონის განვითარებაში?

 

რასაკვირველია, საქართველოში გავაგრძელებთ საინტერესო პროექტების განხორციელებას, თუმცა მეტი ძალიახმევა გვსურს სხვა ქვეყნებში ჩვენი ბიზნესის გაფართოვებას დავუთმოთ.

 

მიმდინარე ეტაპზე პრიორიტეტულად დარჩება ყაზახეთის მიმართულება, ასევე, ვფიქრობთ შუა აზიის სხვა ქვეყნების ბაზრებზე შესვლას.

 

დიდი იმედი გვაქვს, რომ უკრაინის კონფლიქტი მალე დასრულდება და შევძლებთ კვლავაც აქტიურად დავუბრუნდეთ ჩვენთვის უკვე ტრადიციულ მეტად საინტერესო ბაზარს ახალი პროექტებით.

 

რამდენიმე საინტერესო პროექტის განხილვას ვაგრძელებთ კავკასიის რეგიონში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.

 

კიდევ ერთხელ, გილოცავთ ბიზნესში ყოფნის ამ გასაოცარ 30 წელიწადს! როცა წინ იყურებით, უახლოესი წლების პესპექტივაში, როგორ ხედავთ GIG -ის როლს საქართველოში და რეგიონში?

 

რასაკვირველია, საქართველოში გავაგრძელებთ საინტერესო პროექტების განხორციელებას, თუმცა მეტი ძალიახმევა გვსურს სხვა ქვეყნებში ჩვენი ბიზნესის გაფართოვებას დავუთმოთ.

 

მიმდინარე ეტაპზე პრიორიტეტულად დარჩება ყაზახეთის მიმართულება, ასევე, ვფიქრობთ შუა აზიის სხვა ქვეყნების ბაზრებზე შესვლას.

 

დიდი იმედი გვაქვს, რომ უკრაინის კონფლიქტი მალე დასრულდება და შევძლებთ კვლავაც აქტიურად დავუბრუნდეთ ჩვენთვის უკვე ტრადიციულ მეტად საინტერესო ბაზარს ახალი პროექტებით.

 

რამდენიმე საინტერესო პროექტის განხილვას ვაგრძელებთ კავკასიის რეგიონში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.

 

მე ვხედავ ჯიაიჯის, როგორც ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეს ჩვენს რეგიონში, რომელიც აქტიურად გააგრძელებს დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული საინვესტიციო ნოუ-ჰაუს გამოყენებით, მსხვილი პროექტების განხორციელებას მნიშვნელოვან ინდუსტრიებში.

 

ჩვენი მიზანია, რომ მეტი საინტერესო ადამიანი და ბიზნესი გახდეს ჩვენი პარტნიორი, რომელსაც ექნება გამორჩეულად მაღალი პოტენციალი და ჩვენ მოხარული ვიქნებით მხარი დავუჭიროთ მათ ამ პოტენციალის სწრაფად რეალიზებაში.

 

ჩვენი დიდი სურვილია, რომ ჯიაიჯის საქმიანობამ მასშტაბური დადებითი გავლენა მოახდინოს არამხოლოდ ჩვენი ბიზნეს პარტნიორების განვითარებაზე, არამედ მათ ქვეყნებში ეკონომიკურ წინსვლასა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდაზე.

ნახე მეტი