ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
28დეკემბერი
კულტურული მემკვიდრეობა "აივნებიანი საქართველო"

პარტნიორული ურთიერთობის საუკეთესო მაგალითია ჯიაიჯისა და „დავით  ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ ერთობლივი პროექტი „აივნებიანი საქართველო“. ორენოვანი ორტომეული ქვეყნის კულტურულ და ისტორიულ-არქიტექტურულ ნიმუშებს აერთიანებს. წიგნი ფოტოხელოვან ირინა აბჟანდაძის საავტორო ნამუშევარია, მასთან ერთად შინაარსობრივ მხარეზე ხელოვნებათმცოდნეთა ჯგუფმა იმუშავა. ეს მეორე ერთობლივი პროექტია, მანამდე კი გამოცემა „თბილისზე“ ვიმუშავეთ და თბილისური იავნებიანი სახლები გახდა ინსპირაციის წყარო.

 

ამჯერად, მთელი საქართველოს მასშტაბით შევძელით განსაკუთრებული ისტორიებისა და უნიკალური ხელნაკეთი ორნამენტებით გამორჩეული აივნებიანი სახლების, ნაგებობების თავმოყრა. ამ შენობებს თავის დროზე სხვადასხვა დანიშნულებისათვის აშენებდნენ, დღეს მათდამი ინტერესი გამოწვეულია არამარტო სიძველის გამო, არამედ, ისინი ქმნიან ევროპისა და აზიის სინთეზს, რაც საბოლოო ჯამში ქართულ არქიტექტურას ქმნის.

 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის და ფორმატის გამოცემა პირველია, რომელიც ფართოდ წარმოაჩენს ქვეყნის კულტურულ და არქიტექტურულ ღირებულებებს. ფონდის მთავარი მოტივაცია, პროექტის განხორციელებისას, სწორედ, ამ ღირებულებების წარმოჩენა და პოპულარიზაცია იყო. 

ნახე მეტი