ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
23იანვარი
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" მწვანე ენერგეტიკას ირჩევს - "სკრა ქარის" სადგური

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" სამომავლო პრიორიტეტებში სულ უფრო მეტად ირჩევს მწვანე ენერგეტიკულ მიმართულებებს. "საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია", რომელიც GIG ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის, შიდა ქართლში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. საუბარია გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ სკრაში 20,7 მგვტ-ის  სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურზე. წლიური გამომუშავება 85.23 მლნ. კვტ. სთ. ინვესტიციის ღირებულება კი - 23.3 მლნ. დოლარია. მშენებლობა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და კვლევის შედეგებზეა დამოკიდებული. კვლევითი სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ამის შემდეგ ქარის სადგურის პროექტი განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავა.

 

განახლებადი ენერგიით დაინტერესებას საქართველოს ხელისუფლებაც გამოთქვამს. საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს საკითხი საქართველოს მთავრობასა და შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" შორის "სკრა ქარის" ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ 12 თვის განმავლობაში საკუთარი სახსრებით უნდა ჩაატაროს "სკრა ქარის" ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

 

ელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა გორის მუნიციპალიტეტი, ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 20,7 მგვტ-ს შეადგენს. სავარაუდო წლიური გამომუშავება - 85,23 მლნ.კვტ.სთ. ხოლო, სავარაუდო განსახორციელებელი ინვესტიცია 23,3 მლნ აშშ დოლარია. 

 

კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. მშენებლობის პროცესში გათვალისწინებულია 250 ადამიანის დასაქმება. სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი ობიექტი 30 კაციანი პერსონალით დაკომპლექტდება. პროექტზე მუშაობისას გაიწერება გეგმა, სადაც განსაზღვრული იქნება ადგილობრივი კადრების მომზადება-გადამზადების პროცესი.   

 

კომპანიის გადაწყვეტილებით, შემუშავდება სოციალური  პასუხისმგებლობის დოკუმენტი (CSR), გეგმიურად გაიწერება ყველა ის აქტივობა, რომელსაც GIEC ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელებს.

 

"საერთაშორისო  ენერგეტიკული კორპორაციის" პროექტი საქართველოში ერთ-ერთი პირველი მასშტაბური პროექტია, რომელსაც კერძო კომპანია  გეგმავს განახლებადი ენერგიის სექტორში. მისი ამოქმედება საქართველოს  ენერგო უსაფრთხოებისა და ელეტქროენერგიის მზარდი საჭიროებების   შემთხვევაში, კიდევ ერთი დამატებითი და რაც მთავარია, ეკოლოგიურად მოპოვებადი ელექტროენერგიის გამომუშავების წყარო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის.  

 

“საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” (სსეკ) 2005 წლის ივლისში დაფუძნდა. GIEC ჯიაიჯის შვილობილი კომპანიაა. ამჟამად, ჯიაიჯი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია. სსეკ-ის მთავარი სტრატეგიული ბიზნეს ერთეული მოიცავს ელექტროენერგიის გამომუშავებას და ბუნებრივი აირის რეალიზაციას. დღეისათვის სსეკ ამუშავებს 8 მცირე ჰიდროელექტროსადგურს საქართველოში და სტრატეგიული მნიშვნელობის თბოელექტროსადგურს, რომელიც მდებარეობს გარდაბნის რაიონში და უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვან ენერგორეზერვს. ქართული მულტიინდუსტრიული  ჰოლდინგის - ჯიაიჯის დამფუძნებელია დავით ბეჟუაშვილი.

ნახე მეტი