
"საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" იმ პროფესიების განვითარებაზე დაიწყო ზრუნვა, რომლებიც "ჯი-აი-ჯი ჰოლდინგში" შემავალი კომპანიების წამყვანი სპეციალობებია. ამჯერად, დარგის სპეციალისტებთან ერთად სამთო პროფესიების მოდულები დამუშავდა. მთავარი მიზანი დარგის აღორძინება, ბაზარზე დაბრუნება, პოპულარიზაცია და თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლაა.
კომპანიამ დაასრულა სამთო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო-დოკუმენტებისა და მოდულების გადამუშავების პროექტი. დარგის სპეციალისტებისა და განათლების ფასილიტატორების მიერ განხორციელდა სამთო საქმის პროფესიული სტანდარტების/მოდულების ანალიზი და შემუშავდა შესაბამისი პროგრამა. აღნიშნულ პროგრამაში გაერთიანებულია სამი მიმართულება: სამთო ტექნიკოსი, სამთო ელექტრომექანიკოსი და მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი.