ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
19მაისი
ჯიაიჯის გუნდის წლიური შეხვედრა წინანდალში - 2024 წლის შეჯამება

წელს ჯიაიჯიში ძალიან საინტერესო ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი. 15-17 მაისს პირველად შევიკრიბეთ წლიურ შეხვედრაზე წინანდალში, რათა ერთად შეგვეჯამებინა გასული 2024 წელი.

 

ღონისძიება განსხვავებულად ჩავიფიქრეთ, არა როგორც სტანდარტული წლიური ანგარიში, არამედ - ერთმანეთისთვის გულწრფელი გაზიარება შედეგების, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების, მიღწევებისა და გამოწვევების.

 

თითოეულმა გუნდმა საკუთარი პრეზენტაცია გააკეთა, სულ 18 გამოვიდა. ვშიშობდით, რომ ერთ დღეში რთული იქნებოდა ამდენი ინფორმაციის მოსმენა, თუმცა აღმოჩნდა პირიქით, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჯიაიჯელებისთვის ეს ამოცანაც მარტივად ამოსახსნელი აღმოჩნდა. მათ ძალიან საინტერესოდ გვიამბეს მსხვილ პროექტებზე სხვადასხვა ინდუსტრიებსა თუ ქვეყნებში, ფინანსურ ოპერაციებზე, განსხვავებულ იურისდიქციათა საკანონმდებლო და საგადასახადო სპეციფიკაზე, აუდიტორულ თემებსა თუ შრომითი უსაფრთხოების სიახლეებზე და სხვ.  

 

გასული წლის შეჯამებასთან ერთად ვისაუბრეთ მიმდინარე წლის გეგმებზე და ამოცანებზე, რასაკვირველია, რა ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, სად და როგორ ვგეგმავთ ჩვენი ბიზნესის გაფართოვებას, როგორც შინაარსობრივად, ასევე გეოგრაფიულად რეგიონში, რათა წარმატებულად განვაგრძოთ ჩვენი მისიის შესრულება.

 

ჩვენი თანაგუნდელების პროფესიონალიზმითა და მონდომებით, ერთმანეთს ვაჩუქეთ დაუვიწყარი დღე, დეტალურად გავეცანით ერთმანეთის საქმიანობას, მეტად დავაფასეთ თანაგუნდელები და მათი უკომპრომისო სწრაფვა განვითარებისა და კიდევ უფრო უკეთესი შედეგების მიღწევისკენ.

 

ჯიაიჯი ტრადიციულად  გუნდური  აქტივობებით გამოირჩევა. მეორე დღე სწორედ მათ დავუთმეთ. ნამდვილი დიდების თამაში გამოგვივიდა - სპორტული და ინტელეტუალური გართობა ერთად, მარცხი და გამარჯვება, მაგრამ საბოლოოდ  მაინც გამარჯვება, ნარინჯისფერთა გუნდმა სძლია ყველას და მოიპოვა ჯიაიჯის თასი.

LELI0792.jpg

LELI0985.jpg

9U1A6212.jpg

9U1A6528.jpg

LELI0799.jpg

DSC_4305.jpg

DSC01376.jpg

ნახე მეტი