ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
22თებერვალი
ლევან ვეფხვაძემ განახლებადი ენერგიის წყაროებზე და ამ მიმართულებით ინვესტორების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ "გალტ & თაგარტის" ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ენერგეტიკულ სექტორში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. 

 

კონფერენციას ესწრებოდნენ ენერგეტიკის დარგში მომუშავე კერძო და საჯარო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ლევან ვეფხვაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა დარგის ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორებიცაა, ელექტროენერგიის მოხმარების და გენერაციის ტენდენციები, იმპორტის დინამიკა, საექსპორტო ბაზრების პოტენციალი და სამომავლო პერსპექტივები. მისივე თქმით, სექტორში მიმდინარე რეფორმები ახალ შესაძლებლობებს აჩენს და ბაზრის ახალი სტრუქტურა, ახალი ტიპის ინვესტორების მოზიდვას უნდა უწყობდეს ხელს, რაშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს სამთავრობო სექტორი. განსაკუთრებული აქცენტი კი მისივე თქმით, განახლებადი ენერგიის წყაროებზე და ამ მიმართულებით ინვესტორების მოძიებასა და ხელშეწყობაზე უნდა გაკეთდეს, მითუმეტეს, რომ ეს მიმართულება მომავლის ენერგეტიკაში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ხდება.

 

“საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” (სსეკ) 2005 წლის ივლისში დაფუძნდა. GIEC - ჯიაიჯის შვილობილი კომპანიაა. ამჟამად ჯიაიჯი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია. სსეკ-ის მთავარი სტრატეგიული ბიზნეს ერთეული მოიცავს ელექტროენერგიის გამომუშავებას და ბუნებრივი აირის რეალიზაციას. დღეისათვის სსეკ ამუშავებს 8 მცირე ჰიდროელექტროსადგურს საქართველოში და სტრატეგიული მნიშვნელობის თბოელექტროსადგურს, რომელიც მდებარეობს გარდაბნის რაიონში და უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვან ენერგორეზერვს. ჯიაიჯის დამფუძნებელია დავით ბეჟუაშვილი.

ნახე მეტი