ჯიაიჯის მულტიინდუსტრიულ პორტფელში განათლების თემას პრიორიტეტული ადგილი უკავია. ამასთანავე, კომპანია თავად არის დაინტერესებული ახალი კადრების მოზიდვით, ამ უწყვეტ პროცესში მუდმივად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან. ჯიაიჯი მზაობას და ღიაობას გამოხატავს და კარს უღებს სტუდენტებს, ახალ თაობას. ასე ეძებს, პოულობს და ზრდის კომპანია ახალ კადრებს, რამაც შესაბამისად გუნდის გაახალგაზრდავება გამოიწვია.
სწორედ ამ მიზნით 30 სექტემბერს ჯიაიჯიმ აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტთან (Powered by Arizona State University) მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმად კომპანია სთავაზობს აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის (Powered by Arizona State University) სტუდენტებს კარიერული განვითარების მხარდაჭერას, რაც მოიცავს სტაჟირების შესაძლებლობებს, პრაქტიკულ ტრენინგებს, ასევე, საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სასწავლო პროგრამების მხარდაჭერას.