ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
21ნოემბერი
ლევან ვეფხვაძემ ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე ენერგოუსაფრთხოების თემაზე პრეზენტაცია გამართა

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართული  პროექტის, "ბიზნეს ასოციაცია განათლებისთვის“ ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა.

 

დისკუსიის, "საქართველოს ენერგოუსაფრთხოების რეცეპტის ძიებაში“, ლევან ვეფხვაძემ დარგის ექსპერტებს, მიწვეულ და დამსწრე საზოგადოებას ენერგოუსაფრთხოების მთავარ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე საკუთარი ხედვები გააცნო.  

 

ღონისძიების ფარგლებში ენერგოუსაფრთხოების მთავარი გამოწვევების გარდა, მოწვეულმა ექსპერტებმა სხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზეც ისაუბრეს. შეხვედრას ენერგეტიკის და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ასოციაცია მომავალშიც გეგმავს სისტემატიურად ჩაატაროს შეხვედრები მსგავსი ფორმატით სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე.

 

“საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” (სსეკ) 2005 წლის ივლისში დაფუძნდა. GIEC - ჯიაიჯის შვილობილი კომპანიაა. ამჟამად ჯიაიჯი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია. სსეკ-ის მთავარი სტრატეგიული ბიზნეს ერთეული მოიცავს ელექტროენერგიის გამომუშავებას და ბუნებრივი აირის რეალიზაციას. დღეისათვის სსეკ ამუშავებს 8 მცირე ჰიდროელექტროსადგურს საქართველოში და სტრატეგიული მნიშვნელობის თბოელექტროსადგურს, რომელიც მდებარეობს გარდაბნის რაიონში და უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვან ენერგორეზერვს. ჯიაიჯის დამფუძნებელია დავით ბეჟუაშვილი.

ნახე მეტი